უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ნოემბერი, 2018 16:25
font-size

როგორც იმ ღამეს იქცეოდა სპეცრაზმელთა ხროვა, როგორც ისინი იქცეოდნენ მხეცურად, დღეს თქვენ იმეორებთ ამას - მალხაზ მაჩალიკაშვილი „ქართულ ოცნებას“

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა „ქართულ ოცნებას“ მიმართა და პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისგან მისი შვილის მკვლელობის საქმეში ყველა დამნაშავე პირების დასჯა მოითხოვა.

გარდა ამისა, მაჩალიკაშვილმა მოითხოვა, რომ სახელმწიფომ აღიაროს თავისი დანაშაული მაჩალიკაშვილის საქმეში.

„თქვენ იმის კაცობა არ გყოფნით, გამოხვიდეთ და თქვენი დანაშაული აღიაროთ. მე მოვითხოვ, სახელმწიფომ აღიაროს ეს დანაშაული.

ეს დღეს იწყება პანკისის ხეობიდან. დღეიდან ეს მიიღებს სულ სხვა ფორმებს და მოვითხოვ ამ „ოცნების“ გუნდის თავმჯდომარეს, დასაჯე ეს ყველა მხეცი, ვინც ჩაატარა პანკისის ხეობაში ეს ტერორისტული აქტი, ვინც დახვრიტა მძინარე ბავშვი, ვინც დამაყაჩაღა. თქვენ დღეს ისე იქცევით, როგორც იმ ღამეს იქცეოდა სპეცრაზმელთა ხროვა, როგორც ისინი იყვნენ პანიკაში, როგორც ისინი იქცეოდნენ არაადამიანურად, მხეცურად, დღეს თქვენ იმეორებთ ამას, ამას თქვენ არ გაპატიებთ, არც მე, არც ჩემი ერი და არც ქართველი ერი. ეს განცხადება დაიმახსოვრეთ, ამას თქვენ არ გაპატიებთ“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან.

აქციის მონაწილეები სოსო გოგაშვილის დასჯას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, სწორედ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, რომელის პანკისში გასულ წელს ჩატარდა და რომელსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მმართველი პარტიის ოფისთან სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. საპატრიარქოს მოპირდაპირედ მდებარე სკვერში კი სამართალდამცველთა დამატებითი რაზმებია განთავსებული, სკვერში ათობით პოლიციელი და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დგას.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, 13 იანვარს, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხს მიეძღვნება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ს

დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

12 იანვარი, 2026 , 13:21

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დღეს, მზია ამაღლობელის

ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი

12 იანვარი, 2026 , 13:11

წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვლაპარაკობ ოპოზიციაზე ბევრს, თავად ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურ

ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინის

ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი

9 იანვარი, 2026 , 15:12

ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო - რადიკალები დამარცხდნენ! - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

8 იანვარი, 2026 , 16:00

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აზუსტებენ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, ახდენენ გემის და