უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 ნოემბერი, 2018 14:50
font-size

რომ არა პრეზიდენტ მარგველაშვილის ინდივიდუალური შეწყალების აქტი, გორში 8 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული პირი სასჯელს 2025 წლამდე მოიხდიდა - გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ გორში, 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე 2012 წლის ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს ციხიდან.

დეპუტატის განმარტებით, ნებიერიძეს საპატიმროში სასჯელის მოხდის ვადა პრეზიდენტის ინდივიდუალური შეწყალების აქტის საფუძველზე შეუმცირდა, რის გამოც მან ციხე 2018 წლის 9 თებერვალს დატოვა.

„ბავშვის მკვლელ იაგო ნებიერიძის შეწყალებასთან დაკავშირებით:

• რამდენიმე დღეა ოპონენტები მიზანმიმართულად იტყუებიან და ცდილობენ, რომ მოსახლეობა და ოჯახიც შეცდომაში შეიყვანონ, თითქოსდა გორში, მცირეწლოვანი გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ამნისტია შეეხო და ციხე ასე დატოვა.

• რეალურად, ამ შემთხვევამდე, იაგო ნებიერიძე ორი მუხლით იყო გასამართლებული და მსჯავრდებული, ამ მუხლებს კი ამნისტია არ ეხებოდა! ასეთ პატიმრებს, ციხეში არსებული სასტიკი პირობებისა და სისტემური ძალადობის გამო, სასამართლომ სასჯელი 4 წლით შეუმცირა. თუმცა, მიუხედავად ამისა, იაგო ნებიერიძეს პენიტენციური დაწესებულება მაინც არ დაუტოვებია! პრეზიდენტის ინდივიდუალური შეწყალების აქტი შეეხო.

უფრო კონკრეტულად კი:

2005 წლის დეკემბერში, 11 წლის არასრულწლოვნის გაუჩინარების ფაქტზე იაგო ნებიერიძეს ბრალი მხოლოდ თანხის გამოძალვისთვის წაუყენეს და 3 წელი მიუსაჯეს. მოზარდის გაუჩინარებაში იაგო ნებიერიძის სხვაგვარი მონაწილეობა გამოძიებამ ვერ დაადგინა.

3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, იაგო ნებიერიძე ისევ გარეთ გამოვიდა და ერთი წლის განმავლობაში თავისუფალი იყო. 2009 წელს იაგო ნებიერიძე ციხეში ყაჩაღობის გამო მოხვდა და ყაჩაღობისთვის და ძარცვის ბრალდებით 17 წელი და 4 თვე მიესაჯა.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წელი თავისუფლების აღკვეთა.

2013 წლის 1 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მიესაჯა 10 წელი თავისუფლების აღკვეთა.

2014 წელს ი.ნ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის დროს, აკრძალული ნივთის უკანონო შეძენა-შენახვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სსკ 378-ე 2 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა, სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 წელი 7 თვე 25 დღე და თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა 5 წლით 1 თვით 25 დღით.

27.12.2016 წლის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ი.ნ.-ს დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა. მან საპატიმრო 2018 წლის 9 თებერვალს დატოვა.

რომ არა პრეზიდენტ მარგველაშვილის ინდივიდუალური შეწყალების აქტი, ეს ადამიანი სასჯელს 2025 წლამდე მოიხდიდა.

სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს იაგო ნებიერიძე და „ქართულმა ოცნებამ“ ის გარეთ გამოუშვა. პედოფილიისა და მსგავსი სიმძიმის დანაშაულის ჩამდენ პირებზე 2012 წლის ამნისტია არ გავრცელებულა. და ეს მარტივად შეიძლება გადამოწმდეს.

იაგო ნებიერიძემ სწორედ ამ გზით დატოვა ციხე!

• ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ უღირსი საქციელია საზოგადოებისთვის სენსიტიური ასეთი საკითხის პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოყენება და „ქართული ოცნებისთვის“ მისამართით მსგავსი ცრუ ბრალდებების გაჟღერება!“, - დაწერა ვოლსკიმ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&