უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 სექტემბერი, 2017 14:10
font-size

რომან გოცირიძემ კახა კალაძისა და „გაზპრომის“ მიერ დადებულ ხელშეკრულებაზე გამოძიების დაწყება მოითხოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ მოითხოვა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც გამოიძიებს კახა კალაძისა და რუსული „გაზპრომის“ მიერ დადებულ ხელშეკრულებას.

გოცირიძემ აღნიშნა, რომ გუშინდელ საპარლამენტო სხდომაზე ამ საკითხის ნდობის ჯგუფისთვის გადაცემას განიხილავდნენ, თუმცა ენმ-ის ლიდერის განმარტებით, ნდობის ჯგუფი ამ დრომდე არ შექმნილა. გოცირიძის თქმით, ნდობის ჯგუფს მსგავსი კომერციული საქმეები არ ეხება, რადგან ის ორიენტირებულია თავდაცვის საკითხებზე.

,,გუშინ უმრავლესობამ პარლამენტში გააკეთა განცხადება, თითქოსდა კალაძე მზად იყო, ნდობის ჯგუფში მოსულიყო და იქ მოეთხრო ,,გაზპრომთან“ გაფორმებული შავ-ბნელი ხელშეკრულების შესახებ. მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტში ნდობის ჯგუფი არ არსებობს. ის არ შექმნილა. პარლამენტს ნდობის ჯგუფი არ დაუმტკიცებია იმის გამო, რომ ჩვენი კანდიდატურა, სალომე სამადაშვილი ფაქტობრივად იქნა დაბლოკილი და ვერ მოაბეს თავი ნდობის ჯგუფის შექმნას. ნდობის ჯგუფი იხილავს თავდაცვის საკითხებს და მისი უფლებამოსილება არაა, განიხილოს კომერციული კონტრაქტის საკითხები. ეს არის აბსოლიტურად სხვა ფორმატში განსახილველი.

სწორედ ამიტომ მოვითხოვდით ჩვენ პარლამენტში საგამოძიებო კომისისი შექმნას, ვინადიან გვგონია, რომ დაშვებული იქნა სერიოზული შეცდომა. ,,გაზპრომთან“ გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ვნებს ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს. ამავე დროს აქ ჩანს კერძო ინტერესები, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ გამოძიებას, რათა დადასტურდეს, არის თუ არა ხელისუფლებაში მყოფი ჯგუფების პირადი ინტერესები ,,გაზპრომთან“ დადებულ ამ ანტისახელმწიფოებრივ ხელშეკრულებაში“, -განაცხადა გოცირიძემ.

ანა მებურიშვილი

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&