უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
- 26.04.2024 14:12თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი
- 26.04.2024 12:59საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი
- 26.04.2024 12:54The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
- 26.04.2024 12:40სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
არქივი
პოლიტიკა
როცა საქმე ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილი მიდგომა - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქვეყნის 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შესაძლო მოხსნას ეხმაურება. მისი თქმით, საკითხი დეტალურ შესწავლას საჭიროებს.
„ამასთან დაკავშირებით საჭიროა ძალიან დეტალური მსჯელობა. თავის დროზე გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღებოდა ნაჩქარევად. როცა საქმე ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილი მიდგომა. დეტალური მსჯელობის საფუძველზე უნდა განისაზღვროს ამა თუ იმ გადაწყვეტილების პლუსები და მინუსები, მათ შორის ეკონომიკური ეფექტი, სოციალური ეფექტი და ა.შ. ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. შესაბამისად, დღეს ვერანაირი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ვერ მექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საზოგადოებრივმა და მედიაორგანიზაციებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართეს. 120 ორგანიზაციის განცხადებით, 7 თვითმმართველი ქალაქისთვის: ზუგდიდისთვის, ოზურგეთისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ახალციხისთვის, მცხეთისა და ამბროლაურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მოხსნა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმისთვის, ასევე ქვეყნის განვითარებისთვის. ორგანიზაციები მიმართავენ კვირიკაშვილსა და კობახიძეს, მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ და არ დაუშვან, 2014 წელს შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება.
ანა მებურიშვილი