რეგიონები
რუისპირის მოსახლეობა საძოვრების დაბრუნებას მოითხოვს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის მოსახლეობამ სოფლის ნაკვეთების ინვესტორზე გასხვისება გააპროტესტა და საძოვრების დაბრუნება მოითხოვა.
აქციის მონაწილეთა თქმით, წინა წელს ხელისუფლებამ საძოვრები აუქციონის გამოცხადების გარეშე, ფარულად გაყიდა.
აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროების აშენება იგეგმება.
ადგილობრივების თქმით, მათ სასამართლოს მიმართეს, რათა საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ინვესტორისთვის სამშენებლო სამუშაოების წარმოება შეუჩეროს.
რუისპირის მოსახლეობის განცხადებით, ის სოფლის საძოვრების ინვესტორისთვის დათმობას არ აპირებს და სამართლებრივი გზის გარდა საპროტესტო აქციების გაგრძელებას არ გამორიცხავს.
საკვანძო სიტყვები:
ბათუმში უამინდობამ პრობლემები შექმნა
30 დეკემბერი, 2025 , 13:07
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს
30 დეკემბერი, 2025 , 09:03
ლევან იოსელიანი სოფელ ვალეს შახტის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი მძიმე პირობებში ცხოვრობს
26 დეკემბერი, 2025 , 17:18
გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
26 დეკემბერი, 2025 , 10:44
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში პირველი Hampton by Hilton გაიხსნა
22 დეკემბერი, 2025 , 16:57
“ძლიერი საქართველო-ლელოს” ძალისხმევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში კვება უფასო იქნება
20 დეკემბერი, 2025 , 11:41


