უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 აპრილი, 2025 20:08
font-size

რუსეთი მზადაა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც მზად იქნება თბილისი - მარია ზახაროვა

რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს პოზიტიური განწყობა სამხრეთ ოსეთის მიმართ კონკრეტულ ნაბიჯებში გადაიზრდება, და მოსკოვი მზად არის აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები ისეთ დონეზე, როგორსაც საქართველო იქნება მზად. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

დიპლომატის თქმით, 2024 წელს საქართველოდან "უდავოდ პოზიტიური სიგნალები" გაჟღერდა, მათ შორის, სამხრეთ ოსეთის წინაშე ბოდიშის მოხდის აუცილებლობის თაობაზე. "ვიმედოვნებთ, რომ ეს სიგნალები გარდაიქმნება კონკრეტულ ნაბიჯებად, რომლებიც მიმართული იქნება საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებაზე როგორც აფხაზეთთან, ასევე სამხრეთ ოსეთთან," – განაცხადა ზახაროვამ.

მან ასევე შეახსენა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა რუსეთის ბრალი არ ყოფილა და პასუხისმგებლობა მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ეკისრება. "ჩვენ მზად ვართ დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად. ჩვენ მზად ვართ იმდენად შორს წავიდეთ, რამდენადაც მზად იქნება საქართველო. ჩვენი მხრიდან არანაირი შეზღუდვა არ არსებობს," – აღნიშნა ზახაროვამ.

მისივე თქმით, მოსკოვი მზად არის განავითაროს ორმხრივად სარგებელი თანამშრომლობა საქართველოსთან. "ამ მიმართულებით არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობები. რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს განსაკუთრებით ღვინისა და ხილის ექსპორტის კუთხით. თავის მხრივ, რუსეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელია ენერგორესურსებისა და მარცვლეულის," – დასძინა მან.

დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:18

4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაშია, ყოფილმა ძალოვნებმა კოლეგებს მოუწოდეს უკანონო დავალებები არ შეასრულონ, ივანიშვილმა კი 13 წლის შემდეგ პირველად აღიარა მარცხი - სწორედ ამიტომ, 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი მშვი

რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს - შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:10

აბსოლუტური სკანდალია, რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს? გაცხადებული მიზანი

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 13:42

რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ, რადგან ამის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა,- ამის შესახებ „ქარ

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

21 სექტემბერი, 2025 , 10:52

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. „აშშ-ში

ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი

19 სექტემბერი, 2025 , 13:29

ვხედავთ, რომ ბრიუსელი, სამწუხაროდ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს საუბარს და დიალოგს. ვხედავთ, რომ მიდგომებში, რომელიც დღეს ბრიუსელშია, რთულია, დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებ

ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

18 სექტემბერი, 2025 , 20:03

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერმა მიიღო, – ა