პოლიტიკა
რუსეთის დელეგაციამ გაეროში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხრდამჭერი ინიციატივა დაბლოკა
უკრაინის დელეგაციამ გაეროს უშიშროების საბჭოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნის შეთანხმების განხილვის ინიციატივით მიმართა, თუმცა წინადადება რუსეთის დელეგაციამ დაბლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა lb.ua გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლზე, ვლადიმირ ელჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
,,რუსეთის პრეზიდენტის მიერ სოხუმის რეჟიმთან გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის კანონის ხელმოწერასთან დაკავშირებით 6 დეკემბერს უკრაინის დელეგაცია გაერო-ს უშიშროების საბჭოში საქართველოს საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა“, - განაცხადა გაერო-ში უკრაინის ელჩმა ვლადიმირ ელჩენკომ.
მისივე თქმით, უკრაინის და სხვა ქვეყნების დელეგაციებმა დაგმეს რუსეთის ქმედებები. ელჩი ამბობს, რომ რუსული მხარე უხეშად არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.
ელჩენკოს ინფორმაციითვე, უკრაინულმა მხარემ ოფიციალურ მოსკოვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გამოყვანისკენაც მოუწოდა, რათა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გახდეს შესაძლებელი.
როგორც უკრაინის ელჩმა აღნიშნა, უკრაინის დელეგაციამ უშიშროების საბჭოს ორ პუნქტიანი განცხადების მიღებაც შესთავაზა, სადაც ჩაიწერებოდა, რომ საბჭომ განიხილა საქართველოში არსებული ვითარება და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უჭერენ მხარს, თუმცა ინიციატივა საბოლოოდ რუსეთმა დაბლოკა.
,,რუსეთმა დაბლოკა ასეთი შეთავაზება და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უგულებელყოფს გაეროს წესდების პრინციპებს’’, - განაცხადა ელჩენკომ.
ნინო ექვთიმიშვილი
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

