უკან

კომენტარი

22 მარტი, 2017 12:55
font-size

რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად ადამიანს იმის მიხედვით შეარჩევენ, თუ როგორ შეაქცევს იგი ზურგს სამშობლოს - რომან გოცირიძე

პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის დუმის კომიტეტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების შესახებ, რეალურად არის ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილი.

როგორც გოცირიძემ საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა, რუსეთის მოქალაქეობას მარტივად არავის მისცემენ, გოცირიძის თქმით, ადამიანებს იმის მიხედვით შეარჩევენ, თუ როგორ შეაქცევს იგი ზურგს საკუთარ სამშობლოს და ჩადგება რუსეთის სამსახურში.

„ეს არის ერთ-ერთი ფანდი, რათა მათ პოლიტიკური ლოიალობის მიხედვით შეარჩიონ ადამიანები. ეს არ იქნება მარტივი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც მოინდომებს რუსეთის მოქალაქეობას, ასე მარტივად მას არავინ არ მისცემს. დააკვირდებიან მათ შეხედულებებს. მთავარი კრიტერიუმი იქნება თუ როგორ შეაქცევს ადამიანი ზურგს საკუთარ სამშობლოს და როგორ ჩადგება რუსეთის სამსახურში. ეს რეალურად არის ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილი“,-აღნიშნა რომან გოცირიძემ.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვით, მოქალაქეობის მიღება მარტივდება იმ პირებისთვის,რომლებიც ყოფილ საბჭოთა კავშირში დაიბადნენ და რუსულ ენას ფლობენ.

დუმაში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, სსრკ-ში დაბადებულ ყველა ადამიანს და მათ შთამომავლებს, რუსული პასპორტის გამარტივებული წესით აღება შეეძლებათ.

მონიკა დავლიანიძე

ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული, ალბათ, თავად სტუდენტები აღმოჩნდებიან, იმიტომ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ და მიიღებენ დიპლომებს სტუდენტები - ნინო წილოსანი

2 თებერვალი, 2026 , 15:09

თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება მნიშვნელოვანი იქნება ლექტორებისა და აკადემიური წრისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. &bdq

განათლების რეფორმაზე შინაარსობრივი კრიტიკა დღემდე არავისგან მოგვისმენია - რატი იონათამიშვილი

2 თებერვალი, 2026 , 12:26

განათლების რეფორმა უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით, მომავალი თაობისთვის. განათლების რეფორმაზე შინაარსობრივი კრიტიკა დღემდე არავისგან მოგვისმენია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვი

სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს

28 იანვარი, 2026 , 16:16

"ჰელსინკის კომიტეტი რატომ გადაიდოო? ზოგი მზეს ხედავს ვაშინგტონში, სადაც  ჯერ დილის 5 საათია ",- ასე პასუხობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის მიერ საქართ

როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი

27 იანვარი, 2026 , 13:22

როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა უკრაინის მხრიდან გადატვირთის პოლიტიკა მიდის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მ

ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია

26 იანვარი, 2026 , 21:47

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ერთადერთი თემა, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ დებატი შეიძლება, ახალი არჩევნებია. შესაბამისი განცხადებით ელენე ხოშტარია&n

ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე

26 იანვარი, 2026 , 17:53

ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, უბნის მაღაზიები დაიკეტა, 90% აიღეს ქსელურმა მაღაზიებმა, ისინი კარნახობენ ბაზარს პირობებს, რისი შესრულებაც მწარმოებლებს გვიწევს - ამის შესახებ  კომპანია „ფრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი