უკან

პოლიტიკა

21 დეკემბერი, 2018 14:55
font-size

რუსეთის პატრიარქი სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს „უკრაინული სცენარით“ აშინებს, თუმცა ილია მეორეს ტიტულიდან აფხაზეთი ისევ ამოიღო

უკრაინის გამაერთიანებელი კრების შემდეგ, რომელმაც უკრაინაში ახალი, მსოფლიო საპატრიარქოს მიერ აღიარებული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დააფუძნა, რუსეთის პატრიარქმა კირილემ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს წერილით მიმართა, არ აღიარონ უკრაინის ახალი ეკლესია.

რუსეთის პატრიარქის წერილის თანახმად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ცრუეპისკოპოსების მონაწილეობით არაკანონიკური კრება შეკრიბა, რითაც იერიში მიიტანა „კანონიკურ მართლმადიდებლობაზე“ მთელ მსოფლიოში. კირილეს მტკიცებით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უხეშად არღვევს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებს.

რუსეთის პატრიარქი აღნიშნულ წერილში სხვა ეკლესიების მეთაურებს აფრთხილებს, რომ შესაძლოა, „უკრაინული სცენარი“ რომელიმე სხვა ადგილობრივ ეკლესიაში განხორციელდეს, მიუხედავად ამისა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კვლავ მოიხსენიება არასრული ტიტულით. ტიტულიდან კვლავ ამოღებულია „ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის“ წოდება.

ილია მეორის სრული ტიტულატურა:

უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა

ილია მეორის ტიტულატურა რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე კი:

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი (Святейший и Блаженнейший Католикос-Патриарх всея Грузии, Архиепископ Мцхетский и Тбилисский).

რუსეთი საპატრიარქოსგან განსხვავებით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველოს ეკლესიის მეთაურის ტიტულს სრულყოფილად მოიხსენიებს.

15 დეკემბერს კიევში, წმიდა სოფიის ტაძარში შეკრებილმა მღვდელმთავრებმა, ეკლესიათა გაერთიანება გამოაცხადეს და ერთიანი, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მწყემსთავრად, პერიასლოვისა და ბილოცერკოვის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს, რომელიც იქამდე კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი იყო და ამავე ეკლესიის პატრიარქის, ფილარეტის მხარდაჭერით სარგებლობდა.

მართვა-გამგეობის ახალი დებულებით გაერთიანებული ეკლესიის საჭეთმპყრობელი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის ტიტულს ატარებს.

სწორედ ამ ახლადარჩეულ საჭეთმპყრობელს გადასცემს კონსტანტინოპოლი ავტოკეფალიის ტომოსს და სწორედ ეს გაერთიანებული ეკლესია იქნება აღიარებული მსოფლიო საპატრიარქოს მიერ.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა