პოლიტიკა
რუსეთის სახელმწიფო უწყებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციები ლუგარის ლაბორატორიაზე ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული - ზურაბ აბაშიძე
პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ უსაფუძვლო უწოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით. ქართველი დიპლომატის თქმით, ცენტრის საქმიანობა გამჭვირვალეა.
„რუსეთის სახელმწიფო უწყებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ამ ცენტრში ტარდება რაღაც დახურული ცდები, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ნოემბრის შუა რიცხვებში იქ ტარდება საერთაშორისო სემინარი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები. სამწუხაროდ, რუსეთის მხარემ მიუხედავად მოწვევისა უარი განაცხადა“, -აცხადებს აბაშიძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე უახლოეს დღეებში ოფიციალური მისიის ჩამოსვლისა და ცენტრის საქმიანობის შესწავლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიმართავს.
რუსეთის პრეზიდენტს სოჭში, სადისკუსიო კლუბ „ვალდაიში“ გამოსვლისას განაცხადა, რომ საგანგაშო იქნება, თუკი ქართულ ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობენ.
„რამდენად სანდოა, ამის განსჯას ჩემს თავზე ვერ ავიღებ. ვნახე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მინისტრის განცხადება, რაც, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. თუკი ნამდვილად ატარებენ ამ სამუშაოებს, ისინი ძალიან საშიშია და დაკავშირებულია გენეტიკის სფეროს ბოლო მიღწევებთან. რაზე მიდის იქ საუბარი - იმაზე, რომ ხდება პრეპარატების გამოყვანა, რომლებსაც შეუძლიათ შერჩევითად იმოქმედონ ადამიანზე მისი გარკვეული ეთნიკური ჯგუფისადმი მიკუთვნელობის მიხედვით“, -განაცხადა პუტინმა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

