უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

6 ივნისი, 2025 22:18
font-size

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები გათავისუფლდნენ - სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები - ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

„ტარიელ და ლეონიდე თენაძეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის" მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლდა

31 დეკემბერი, 2025 , 16:05

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თამარ მეარაყიშვილი გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საქალაქო სასამართლომ თამარ მეარაყიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

24 დეკემბერი, 2025 , 17:07

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საქალაქო სასამართლომ თამარ მეარაყიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაკავებული სამოქალაქო ა

ე.წ. ცხინვალის პროკურატურის მიერ თამარ მეარყიშვილის დაკავების საკითხზე ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს - სუს-ი

23 დეკემბერი, 2025 , 12:22

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალიდან ცხელი ხაზით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი დაადასტურეს. სუს-ის ცნობ

არსებული ინფორმაციით, ე.წ. ცხინვალის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქე თამარ მეარაყიშვილი დააკავა

23 დეკემბერი, 2025 , 11:26

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ე.წ პროკურატურის პრესსამსახურმა განაცხადა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურა დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა, არსებული ინ

ირაკლი კობახიძე გალის რაიონში საბაჟო ტერმინალის მშენებლობაზე : ჩვენ არავითარ ე.წ სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, ეს არის სრული სიყალბე, აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ამაზე ვერ იქნება საუბარი

10 დეკემბერი, 2025 , 15:18

წინა ხელისუფლების პირობებში, ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო  სავაჭრ

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

15 ოქტომბერი, 2025 , 12:23

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. როგორც ვალტონენი სოციალურ ქსელში წერს