უკან

პოლიტიკა

22 აგვისტო, 2020 14:40
font-size

რუსეთთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ სრული ფიასკო განიცადა - თეონა აქუბარდია

„ქართული ოცნების“ პოლიტიკამ რუსეთთან დაკავშირებით სრული ფიასკო განიცადა. მიგვაჩნია, რომ საქართველომ რუსეთს უნდა გადაახდევინოს მაღალი პოლიტიკური ფასი მცოცავი ოკუპაციისთვის და ჩვენი მოქალაქეების უფლებების უხეში შელახვისთვის , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც შეაფასა საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის ხვიჩა მღებრიშვილისთვის სამთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხი.

თეონა აქუბარდიას თქმით, აღნიშნული ქმედება რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა და საქართველომ ოკუპანტ ქვეყანას მაღალი პოლიტიკური ფასი უნდა გადაახდევინოს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რათა აღნიშნულ საქმეში აქტიურად ჩაერთონ და დაუყოვნებლივ მოხდეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება.

„რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩვენი მოქალაქის ხვიჩა მღებრიშვილისთვის სრულიად აბსურდული ბრალდებით პატიმრობის მისჯა კიდევ ერთი გამოვლინებაა იმისა, თუ როგორ უპრისპირდება რუსეთი საქართველოს და მისი ხალხის ინტერესებს. სამწუხაროდ, დღემდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება ზაზა გახელაძეც, რომელსაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ჯერ ესროლეს, დაჭრეს და შემდეგ გაიტაცეს ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან.

„სრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი მოქალაქეები. ასევე მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას აქტურად ჩაერთონ მათი გათავისუფლების საქმეში.

მიგვაჩნია, რომ საქართველომ რუსეთს უნდა გადაახდევინოს მაღალი პოლიტიკური ფასი მცოცავი ოკუპაციისთვის და მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის შექმნისთვის.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკამ რუსეთთან დაკავშირებით სრული ფიასკო განიცადა. მეტიც, სამწუხაროდ საქართველოს დღეს არ გააჩნია არც განახლებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და არც საფრთხების შეფასების დოკუმენტი მომატებულ საფრთხეებთან და რუსეთის ჰიბრიდულ ომთან დასაპირისპირებლად.

იმისთვის, რომ საქართველომ უზრუნველყოს ეროვნული ინტერესები და დაიცვას საკუთარი ხალხი რუსული აგრესიისგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეიქმნას განახლებული უსაფრთხოების სტრატეგია და ჩვენ, „ სტრატეგია აღმაშენებელი“ 31 ოქტომბრის შემდეგ ეროვნული თანხმობის საფუძველზე ყველაფრეს გავაკეთებთ ამის შესაქმნელად“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა