უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 მარტი, 2018 11:10
font-size

რუსი დიპლომატის გაძევებაზე ხელისუფლება და უმრავლესობა ერთ პოზიციაზეა - გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი გამოეხმაურა საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევების საკითხს.

პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის, მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, არის თუ არა უმრავლესობაში ერთსულოვანი პოზიცია აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, დეპუტატმა დადებითად უპასუხა.

„ვითარება დღემდე ისე მოვიტანეთ, რომ სტაბილურობა და განვითარება უზრუნველყოფილი იყო. იმაზე, რაც კეთდება, პასუხისმგებლობას ხელისუფლება იღებს და მისი მხარდამჭერი უმრავლესობის გუნდი რასაკვირველია, იგივე პოზიციაზეა“,- განაცხადა დეპუტატმა გადაცემაში.

მისი განმარტებით, რუსი დეპუტატის გაძევება არის დემარში, რომელიც ეხმაურება მსოფლიოში მიმდინარე ამბებს.

„ეს არის რეალური მდგომარეობა, როდესაც დემარში აუცილებელია, არა მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ბრიტანეთმა იგივე გააკეთა, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო–რუსეთის ურთიერთობა, კონფლიქტი და დაძაბულობა მსოფლიოში მიმდინარე ძალიან მძიმე პროცესების სეგმენტია“,- თქვა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ირმა ინაშვილის განცხადებას, რომ საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებით ფაქტობრივად, წინა საომარ ვითარებაში ვართ და რა საპასუხო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება ქართული მხარე ოფიციალური მოსკოვისგან, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ უჭირს თქმა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი არაგულწრფელი იყო. თუმცა იქვე დაამატა, რომ მაშინ, როდესაც საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობა მსოფლიოში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, გულუბრყვილობაა განცხადება, თითქოს, დიპლომატიური მისიიდან ერთი ადამიანის გაძევება რუსეთის საქართველოში შემოჭრის მიზეზი შეიძლება გახდეს.

დეპუტატმა გაამახვილა ყურადღება, რომ მეორე ოპოზიციური ფრთა რუსეთის მიმართ უფრო რადიკალური ზომების გატარების მომხრეა.

„ეს ერთი მხარეა და მეორე მხარე, იგივე „ნაციონალური მოძრაობა“ და ახალი ნაციონალური მოძრაობა ამტკიცებს, რომ რადიკალური უნდა ვიყოთ და ყველანაირი მოლაპარაკების ფორმატი უნდა მოვსპოთ, რაც არათუ წინდაუხედავი, არამედ ისეთი განცხადებაა, რომელიც მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური პარტიის რაღაც გარკვეულ ნიშაში მოქცევას ემსახურება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ყველა განცხადება და მოქმედება, რასაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს, მთავარ მიზანზე, სტაბილურობისა და განვითარების ტემპის შენარჩუნებაზეა გათვლილი.

„ჩვენი ოპონენტები გვიბიძგებენ, იქნებ, კათოლიკობაში რომის პაპს გადავაჭარბოთ; იქნებ, რუსეთთან უფრო მეტ კონფლიქტში შევიდეთ და ამ ქვეყანას დამატებითი მიზეზი მივცეთ, რათა ის ძალიან მყიფე კავშირებიც გავწყვიტოთ, რომლებიც ჟენევაში, ან აბაშიძე–კარასინის მოლაპარაკების ფორმატში გაგვაჩნია“, – განაცხადა დეპუტატმა.

გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს მიუღებელ პიროვნებად აცხადებს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&