უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 ნოემბერი, 2016 16:40
font-size

`რუსთავი 2`-ის საქმე - ნიკა გვარამიამ იმ პირთა ვინაობა დაასახელა, ვინც მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. ნიკა გვარამია ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესებზე საუბრობს და იმ პირთა ვინაობას ასახელებს, ვინც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს.

"ჩვენთვის ცნობილია ის გარემოება, რომ სასამართლოსთან რამდენიმე ადამიანი აწარმოებს "მოლაპარაკებას" და სინამდვილეში სასამართლოზე ზეწოლას. მათ შორის არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარობის საპარლამენტო მდივანი, ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე და სასამართლოში ზონდერად ჩასმული ჩინჩალაძე. სამი დღის განმავლობაში სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლა იქნება, ამის განმახორციელებლად არის ახალი ადამიანი არჩეული, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ახალი დავალების შემსრულებელი ზონდერი ივანე ზარდიაშვილი," - აცხადებს ნიკა გვარამია.

როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ 22 ნოემბერს რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა.

ტელეკომპანია რამდენიმე მოთხოვნასაც აყენებს. სამაუწყებლო კომპანია საქმეზე ზეპირი მოსმენის ჩანიშვნას ითხოვს, მათ შორის აუდიო-ვიდეო გადაღებას და მის ტრანსლირებას საზოგადოებისთვის, იმ შუამდგომლობას მიღებას, რითაც საქმე დიდ პალატას გადაეცა.

გვარამიას თქმით, რუსთავი 2-ს ჭირდება დრო, რომ საერთაშორისო საექსპერტო დასკვნები წარმოადგინოს საქმეში. ნიკა გვარამიას განცხადებით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, ვინ არის დიდი პალატის შემადგენლობაში.

„ჩვენ არ ვენდობით დიდი პალატის ყველა მოსამართლეს, გვაქვს აცილება, როგორც მინიმუმ 4 აცილება: 1. ნინო გვენეტაძე 2. მიხეილ ჩინჩალაძე, 3. მზია თოდუა, 4. პაატა სილაგაძე," - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 16:09

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა“ – ამის შესახებ  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია

14 ნოემბერი, 2025 , 12:29

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია. როგორც მან დღეს უწყებაში გამართულ ბრიფ

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა

13 ნოემბერი, 2025 , 22:08

20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.  გახარიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენე

არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2025 , 19:51

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს

ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას პატიმრობა შეეფარდა

13 ნოემბერი, 2025 , 16:22

ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სას

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 64 პირის მიმართ, ბრალდების დაზუსტების პროცედურა მიმდინარეობს - პროკურატურა

13 ნოემბერი, 2025 , 15:55

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილებ