უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 მარტი, 2017 15:45
font-size

რუსთავი2-ის გადაცემა PS-ის წამყვანმა დავით ნარმანიას ბოდიში მოუხადა

ტელეკომპანია რუსთავი2-ის გადაცემა PS-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ, დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას, ასევე, მის ძმას ირაკლი ნარმანიასა და მათ ოჯახს გადაცემაში გასული სიუჟეტის გამო ბოდიში მოუხადა.

შესაბამისი შინაარსის განცხადება გაბუნიამ გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა, რომლის წამყვანიც თავად არის.

„კვირას, პოსტსკრიპტუმში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო სამშენებლო კომპანიებზე, რომლებსაც დავით ნარმანიას ძმა, ირაკლი ნარმანია, უწევს ან უწევდა იურიდიულ მომსახურებას. სიუჟეტი სამი კომპანიის საქმიანობას ეხებოდა, აქედან ორის იურისტი ნამდვილად თბილისის მერის ძმაა.

მესამე კომპანიის იურისტს ასევე ირაკლი ნარმანია ჰქვია, ოღონდ აღმოჩნდა, რომ ეს სულ სხვა პირია და მას არანაირი კავშირი არა აქვს დავით ნარმანიასთან. ვაღიარებ, ეს ჩვენი შეცდომა იყო, რომელიც იდენტურმა სახელმა, იდენტურმა პროფესიამ და კომპანიის იდენტურმა საქმიანობამ გამოიწვია.

თუმცა, მე არ ვცდილობ ახლა ამ შეცდომის გამართლებას. ასეთ ხარვეზს, რა თქმა უნდა, გამართლება არა აქვს და ეს სრულიად არ შეესაბამება მუშაობის იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვასაც ჩვენ ვცდილობთ. ჩვენ ვალდებული ვიყავით, უფრო ღრმად გადაგვემოწმებინა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და მსგავსი შეცდომა დაუშვებელია.

ჩვენი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა ასეთი ცილისწამება, რომელიც ჩვენდაუნებურად გამოგვივიდა. ამიტომ მე PS-ის სახელით ბოდიშს ვუხდი ხსენებული კომპანიის იურისტს, ირაკლი ნარმანიას; ბოდიშს ვუხდი თბილისის მერის ძმას, ირაკლი ნარმანიას და ბოდიშს ვუხდი თავად დავით ნარმანიასაც მისი ოჯახის წევრის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ეს გამიზნულად არ გაგვიკეთებია და თან ეს ეხება სიუჟეტში გაშუქებულ მხოლოდ ერთ კომპანიას, დანარჩენი ორის შემთხვევაში კი ყველაფერი წესრიგში იყო - იქ ნამდვილად მერის ძმა, ირაკლი ნარმანია ფიგურირებს და იკვეთება მისი მხრიდან სამშენებლო კომპანიების ლობირების ნიშნები," - განაცხადა გაბუნიამ.

საკვანძო სიტყვები:

დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით

22 ნოემბერი, 2024 , 15:35

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, სკოლებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე.   STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადების პრო

პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა

22 ნოემბერი, 2024 , 15:08

ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე ცნობით, ამ

აღწერა 2024-ის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება - „საქსტატი“

22 ნოემბერი, 2024 , 13:07

2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეოს აღწერის ფარგლებში, თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, შესაბამისად, თვითრეგისტრაციის პლატფორმა 23 ნოემბრის ნაცვლად, 28 ნოემბერს დაიხურება. ამის შესახ

საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge სარესტორნო ბიზნესის მართვის კურსი დაემატა

22 ნოემბერი, 2024 , 12:49

საქართველოს ბანკი განაგრძობს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მხარდაჭერას და ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის სასარგებლო რესურსების გაზიარებას. ამ მიზნით, ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge ახალი კუ

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან

21 ნოემბერი, 2024 , 17:39

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, Black Friday-ის პერიოდში, Ads მენეჯერით საკუთარი მომხმარებლებისთ

`მათეს თავისუფლებისთვის` - დღეს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართება

21 ნოემბერი, 2024 , 16:07

"მათეს თავისუფლებისთვის" - ამ ლოზუნგით გამართავენ საქართველოს მოქალაქეები დღეს, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო აქციას. აქციის ორგანიზატორები ხალხს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ელოდებიან და 19 ნოემ