საზოგადოება
რუსთავი2 -თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას შევისწავლით - ევროკავშირის წარმომადგენლობა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდენარე პროცესებს გამოეხმაურა.
შესაბამისი განცხადება, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც განცხადებაშია ნათქვმია, ევროკავშირის წარმომადგენლობა შეისწავლის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ევროკავშირის წარმომადგენლობა ასევე ხაზს უსვამს, რომ იცავს დამკვიდრებულ პრაქტიკას, და სასამართლოს ცალკეულ გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ აკეთებს.
„ევროკავშირის წარმომადგენლობა, პირველი დღეებიდანვე აკვირდება რუსთავი 2–ის სასამართლო პროცესს. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც მის შედეგებს. ამავდროულად, ვიცავთ დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახადაც სასამართლოს ცალკეულ გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ.
უკვე წლებია, რაც ევროკავშირი მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომლის განხორციელებისას ძირითადი ყურადღება ეთმობა სასამართლო პროცედურების დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობასა და ხარისხს, რაც კანონის უზენაესობის დაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და განსხვავებულ შეხედულებებზე წვდომის აუცილებლობას. დღევანდელ ეტაპზე ამ პრინციპების შენარჩუნებას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიის დაცვისა და განმტიცების საქმეში, რაც შეესაბამება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებაში მოცემულ უმთავრესი ვალდებულებებს.“,-ნათქვამია განცხადებაში.
მონიკა დავლიანიძე