უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 დეკემბერი, 2018 15:21
font-size

რუსთავის მერის განცხადებით, რუსთავ-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების საფასურის გაზრდა თვითნებურად მოხდა

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, რუსთავ-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების საფასური თვითნებურად გაიზარდა და მერიასთან არ ყოფილა შეთანხმებული. მისი განმარტებით, ქალაქში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, აფიქსირებენ ამ დარღვევას და იმ ლოტებზე, სადაც ფასის ზრდა თვითნებურად მოხდა, შესაბამისი სანქციები გატარდება.

„კომპანიასთან, რომელსაც კონკურსის წესით აქვს მოგებული მგზავრთა გადაყვანა რუსთავი-თბილისის მიმართულებით, მიმდინარეობდა მოლაპარაკება. ამ მოლაპარაკების საფუძველზე, კომპანიას აღებული ვალდებულებები სრულად უნდა შეესრულებინა, ამის შემდეგ მომხდარიყო მგზავრთა ტარიფისა და იმ თანხების დაფიქსირება, რომელიც კომპანიამ თანხის ზრდასთან დაკავშირებით დაასახელა. ეს პროცესები ჯერ არ დაწყებულა. ჩვენ მივმართეთ კომპანიას ამ ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით, თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარმოედგინა, შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეალურად ასახავდა სურათს და არა ცალმხრივად. ეს ტარიფის ზრდა არის თვითნებური. დილიდანვე სამსახურები გასულები არიან, რომლებსაც ევალებათ მონიტორინგი. მგზავრობის ფასი საკრებულოს დადგენილებით არის დაწესებული და კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს“, – განაცხადა ტაბაღუამ.

რუსთავ-თბილისს შორის მიკროავტობუსით მგზავრობა 50 თეთრით გაძვირდა და 2 ლარი გახდა. კომპანია „ინტერ ტრანსში“ აცხადებენ, რომ მგზავრობის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება მძღოლებმა თავად მიიღეს, თუმცა ამის შესახებ კომპანია საქმის კურსში იყო.

ჩვენ ვერ ვხედავთ დემოკრატიის, თავისუფლების და უფლებების გაუმჯობესების რაიმე ნიშნებს, რომლებსაც ევროკავშირი უჭერს მხარს საქართველოში - ანიტა ჰიპერი

6 თებერვალი, 2026 , 16:46

მე ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ეს კლასიკური გადახრის და პროექციის ტაქტიკაა, - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა  ჰიპერმა საქართველოში რეპრესიულ კანონებზე ევროსკოპის დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხა

დღეს ბიზნესი თავისუფალია, თუმცა პროდუქტების ფასების დასტაბილურების საკითხში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია - კახა კალაძე

6 თებერვალი, 2026 , 14:41

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის მიესალმება ფაქტს, რომ ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების დარეგულირების საკითხში ბიზნესიც ჩართულია და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას იზიარებენ. „მივესალმები პრემიერ-მინისტრის ი

სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი პოლიტიკური თაღლითია, რომელიც ამბობს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი - შალვა პაპუაშვილი

6 თებერვალი, 2026 , 13:50

სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი პოლიტიკური თაღლითია, რომელიც ამბობს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „სალომე ზურაბიშვილი არის თვითმ

სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი

6 თებერვალი, 2026 , 12:38

სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული. ყველაფერი პრობლემის აღიარებით იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტე

მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ

6 თებერვალი, 2026 , 12:09

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს პრეზი

ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ

6 თებერვალი, 2026 , 11:39

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების რიგით მე-6 სამიტში (International Religious Freedom Summit 2026) მიიღო მონაწილეო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი