უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 თებერვალი, 2026 12:27
font-size

რუსთავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში 1989 წელს დაბადებულ დ.ს.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბრალდებული პოლიციაში მომხდარიდან მეორე დღეს თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა“, – აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცველებმა ი.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საკვანძო სიტყვები:

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას მიმართავს და საქმის გამოძიების გაგრძელებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მოითხოვს

20 თებერვალი, 2026 , 17:51

2020 წელს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას მიმართავს და საქმის გამოძიების გაგრძელებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მოითხოვს ამის შესახებ „ipn“ იტყობინება. როგორ გარდაც

თუ სამინისტროში რაღაც არასწორი გავაკეთეთ, მორალურ პასუხისმგებლობას და ფინანსურიც თუ იქნება, გავიზიარებ - ჯუანშერ ბურჭულაძე

20 თებერვალი, 2026 , 17:36

რა თქმა უნდა, მორალურ პასუხისმგებლობას და ფინანსურიც თუ იქნება, გავიზიარებ - ეს იყო ჩემი ცოლის ძმის რაღაც ქმედების გამო გამოწვეული, თუ სამინისტროში რაღაც არასწორი გავაკეთეთ, - "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ამის შეს

საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე “ბატონოს“ ხელმძღვანელი დააკავა

20 თებერვალი, 2026 , 17:12

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს „ბატონოს“ ხელმძღვანელი დააკავე

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

19 თებერვალი, 2026 , 17:48

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რო

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

19 თებერვალი, 2026 , 16:06

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღე ნახევრის განმავლობაში 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი

19 თებერვალი, 2026 , 12:13

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღე ნახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული და პასუხისგებაში მი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი