უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 მაისი, 2017 18:20
font-size

რუსულ პროპაგანდას, რუსულ ფულს, რუსულ თემას ვუპირისპირდებით ცნობიერების ამაღლებით და არა ანტი-პროპაგანდით - ვიქტორ დოლიძე

18-19 მაისს, კაჭრეთში, სასტუმროში „ამბასადორი“, საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული სტრატეგიული კომუნიკაციის რეგიონული სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

„ჩვენი უწყების ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი მიზანია თითოეულ თანამოქალაქემდე მივიტანოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ევროკავშირთან, ნატოსთან. საერთოდ ამ ღირებულებების თაობაზე და იმ სიკეთეების, რომელიც შეიძლება ამ პროცესმა მოგვიტანოს. ჩვენ რუსულ პროპაგანდას, რუსულ ფულს, რუსულ თემას, რომლითაც ისინი იბრძვიან ინტეგრაციული პროცესების წინააღმდეგ, ვუპირისპირდებით სწორედ ცნობიერების ამაღლებით და არა ანტი-პროპაგანდით“, -განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის დაწყებამდე, რომლის კომენტარსაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ. სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შედეგად გაჩენილ შესაძლებლობებსა და მის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარე საკითხები, მათ შორის, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებები და მოვალეობები. ასევე, სახელმწიფო უწყებების შესაბამისმა დარგობრივმა ექსპერტებმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ნატოს საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობისა და მიღებული გამოცდილების, საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამისა (ENPARD) და მისი პრაქტიკული შედეგების შესახებ.

ინფორმაციისთვის: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის კოორდინაციას ახორციელებს. ამჟამად, კამპანიის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფებისათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&