პოლიტიკა
რუსულ-ქართული საპარლამენტთაშორისო ჯგუფის მუშაობა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის მიღებაზე იქნება დამოკიდებული - ლეონიდ კალაშნიკოვი
რუსულ-ქართული საპარლამენტთაშორისო ჯგუფის მუშაობა იქნება დამოკიდებული საქართველოში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის მიღებაზე. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ დსთ-ის საკითხთა სახელმწიფო დუმის კომიტეტის დეპუტატმა ლეონიდ კალაშნიკოვმა განუცხადა.
მისი თქმით, იგეგმება მესამე შეხვედრა ქართულ დელეგაციასთან.
„ჩვენ მესამე შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, მაგრამ სიტუაციას ამძიმებს ის, რომ საქართველოში გადაწყვიტეს მიიღონ სანქციების სია. „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები გვთხოვდნენ ხელი შეგვეწყო ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის საფლავების მონახულების პროცედურების გამარტივებისთვის, ახლა კი ამის ნაცვლად სანქციების სიის მიღებას აპირებენ. ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს სიტუაცია, რის მიხედვითაც მივიღებთ გადაწყვეტილებას ვადებისა და დროის საკითხზე“, - განაცხადა კალაშნიკოვმა.
ცნობისთვის, ბოლოს ლეონიდ კალაშნიკოვი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს შეხვდა მოსკოვში, 2017 წლის ოქტომბერში.
რაც შეეხება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიას, რომელიც პარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში შედის, ის საქართველოს მთავრობამ უნდა შეადგინოს. მასში საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული/ბრალდებული პირები იქნებიან შესული.
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

