უკან
კომენტარი
6 ივნისი, 2018 17:00
რუსული კომპანიისთვის მეტროს მმართველობაში გადაცემის შესახებ ინფორმაციას მერიაში უარყოფენ
რუსული კომპანიისთვის მეტროს მმართველობაში გადაცემის შესახებ საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე სიცრუეს უწოდებს.
„ვფიქრობ, ლევან ხაბეიშვილმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ის პოზიტივი, რომელიც დღეს მოხდა - მეტროპოლიტენის მუშაობის განახლებით, გადაეფარა და მეორე მხრივ, ვიტყვი, რომ ეს არის სრული სიცრუე. გარდა ამისა, მეტროპოლიტენი არის დოტაციური კომპანია, ის სუბსიდირდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. კომპანია, რომელიც მომგებიანი არ არის კერძო სექტორში მართვის უფლებით არ გადის, რადგან ინვესტორებს ასეთი კომპანიები არ აინტერესებთ.
მინდა კატეგორიულად უარვყო და გამორიცხულია, რომ ასეთ რამეზე მოლაპარაკება მიმდინარეობდეს“, - განაცხადა ხმალაძემ.