უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

29 ივნისი, 2017 16:20
font-size

სააპელაციო სასამართლო თემურ ბასილიას საქმეზე მომდევნო სხდომაზე მოწმებს დაკითხავს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე არსებით განხილვას 2017 წლის 27 ივლისს გააგრძელებს. სასამართლომ გამართულ პირველ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის შესავალი სიტყვა მოისმინა. მომდევნო სხდომაზე მოწმეთა ჩვენებების მიცემა იგეგმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლო თემურ ბასილიას საქმეს მოსამართლეების: მაია ხოლოაშვილი (თავმჯდომარე), შორენა ყაველაშვილი და მზია ლომთათიძე შემადგენლობით განიხილავს. საქმე აღნიშნულ კოლეგიას მას შემდეგ გადაეცა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლომ თემურ ბასილიას ბრალდების გადახედვის თაობაზე განჩინება მიიღო.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2017 წლის 27 იანვარს, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, რომლითაც თემურ ბასილია, წინა ხელისუფლების პირობებში წარდგენილ ბრალდებაში, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიების პირობებში დადგინდა, რომ 2006 წლის 25 თებერვალს, გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს ,,ინტელექტბანკი“-ს გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. გენერალურ პროკურატურას სურდა დანაშაულში გამოევლინა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს ,,ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული.

ცნობისთვის: 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.

თემურ ბასილიას კანონიერ ინტერესებს, ადვოკატები: არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი წარმოადგენს. ახალი გამოძიების პირობებში, ბრალდების მხარეს წარმოადგენდნენ გიორგი მიქავა და ანრი არსენიშვილი. ამჟამად, თემურ ბასილიას ადვოკატები იმედოვნებენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმის გადახედვას არ გააჭიანურებს და უკანონო განაჩენის გადახედვა არ გახანგრძლივდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, საქმეზე სხდომა 2017 წლის 27 ივლისს, 11:00 საათზე განახლდება.

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

22 სექტემბერი, 2025 , 12:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო

ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

19 სექტემბერი, 2025 , 17:24

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის, ყოფილ მოკრივეს, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრს, 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილს

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა

19 სექტემბერი, 2025 , 13:17

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიე

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

18 სექტემბერი, 2025 , 20:10

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბი

პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა

18 სექტემბერი, 2025 , 15:09

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამ

გიორგი კანდელაკსა და მასთან ერთად დაკავებულებს ბრალდება წარედგინათ

18 სექტემბერი, 2025 , 13:53

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გ