არქივი
რეგიონები
საარჩევნო პროცესში `ქართულმა ოცნებამ` და ხელისუფლებამ ე.წ. კანონიერი ქურდები და მაყურებლები ჩართო - მურთაზ ზოდელავა
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, მურთაზ ზოდელავას განცხადებით, საარჩევნო პროცესში "ქართულმა ოცნებამ" და ხელისუფლებამ ე.წ. კანონიერი ქურდები და მაყურებლები ჩართო.
მისი თქმით, კრიმინალური ავტორიტეტები მოსახლეობაში დადიან და აფრთხილებენ, რომ ხმა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მისცენ.
ზოდელავას ინფორმაციით, კრიმინალები საარჩევნო კამპანიაში უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მითითებით ჩაერთნენ და მათ პოლიციის მხრიდან ხელშეუხებლობის გარანტიებიც მიიღეს.
„ცხაკაია არის ზუგდიდში მაყურებელი და არის ვინმე მანჩო ქარჩავა, რომელიც არის ხობის მაყურებელი. ეს ორი ადამიანი გააქტიურდნენ და გაააქტიურეს ისინი უშუალოდ გახარიას დავალებით. აი, აქ არის კაკავა, ეს არის გახარიას მიერ დანიშნული სუბიექტი, რომელიც გადმოცხოვრდა სამეგრელოში და ყველა ეს ბანდიტი, ქურდები, მომპარავები და მაყურებლები, რომელთა მობილიზიბაც მოახდინეს.
ზუგდიდის მაყურებელს სპეციალურად დაუბურეს თავისი რენჯროვერის ჯიპი, რომლითაც ის გადაადგილდება სპეციალური ნებართვით, დაუბურეს მას შუშები, და არიგებს ფულს, ვიღაცებს აშინებს.
არცერთი წესიერი ადამიანი თქვენ ხმას არ მოგცემთ, არცერთი ნორმალური, კანონმორჩილი ადამიანი თქვენ ხმას არ მოგცემთ და არცერთი პოლიციელი არ არის თქვენი მომხრე, პირველ რიგში იმიტომ, რომ თქვენ ეყრდნობით აქ მომპარავებს და მაყურებლებს“- განაცხადა ზოდელავამ.
საკვანძო სიტყვები:
ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
12 ნოემბერი, 2025 , 12:20
პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა
11 ნოემბერი, 2025 , 11:51
Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან
7 ნოემბერი, 2025 , 20:12
პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
7 ნოემბერი, 2025 , 12:17
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი
7 ნოემბერი, 2025 , 12:13
ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

