პოლიტიკა


საბჭოს მოსამართლე წევრები მიზანმიმართულად უპირისპირდებიან საბჭოს არამოსამართლე წევრებს კრიტიკული მოსაზრების გამო - საია
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მის ორ არამოსამართლე წევრზე მიმდინარე „მიზანმიმართულ თავდასხმებს“. ორგანიზაციის შეფასებით, ზეწოლამ პერმანენტული ხასიათი მიიღო და ავლენს განსხვავებული და კრიტიკული აზრის მიუღებლობის ნათელ დემონსტრირებას, რაც სასამართლო სისტემისადმი ნდობას აზიანებს.
საიას თქმით, მოსამართლე წევრებისგან მომდინარე ზეწოლა ხელს უშლის საბჭოში დღის წესრიგში დაყენებული საკითხების შინაარსობრივ განხილვას.
ორგანიზაცია ასევე გამოეხმაურა ანა დოლიძისადმი ბოლოს წაყენებულ ბრალდებებს, რომელიც ეხებოდა არამოსამართლე წევრის თანამშრომლობას ჰოლანდიაში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაცია Russian Justice Initiative-თან. მოსამართლე წევრების მტკიცებით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს დამაკნინებელ მასალას აგროვებდა. მათ ასევე განაცხადეს, რომ RJI-ის საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლა. საიას შეფასებით, ამ ბრალდებების მიზანი იყო ანა დოლიძის დისკრედიტირება.
საიამ მოუწოდა საბჭოს მოსამართლე წევრებს, თავი შეიკავონ არაეთიკური და უსაუძვლო ბრალდებებისგან.
„საბჭოს დაკომპლექტების დღევანდელი წესი მიზნად ისახავს როგორც მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრების ჩართულობას საბჭოს საქმიანობაში და მიმდინარე საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობას, რამაც უნდა უზრუნველყოს პირადი ინტერესებით მოქმედების თავიდან აცილება. თუმცა, სულ უფრო ხშირად, საბჭოს მოსამართლე წევრები მიზანმიმართულად უპირისპირდებიან საბჭოს ცალკეულ არამოსამართლე წევრებს მათ მიერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო. დაპირისპირება, როგორც წესი, არ ეხება განსახილველ საკითხს, რაც ართულებს და ზოგ შემთხვევაში, შეუძლებელს ხდის მნიშვნელოვანი საკითხების შინაარსობრივ განხილვას.
ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ბოლო შემთხვევა, როცა საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე, საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა. აღნიშნულ სხდომაზე მოსამართლე წევრის ინიციატივით წარმოდგენილი იყო საკითხი, ცვლილებები შესულიყო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესში და სასამართლოს თავმჯდომარეების ჩართულობა გარკვეულწილად კვლავ ასახულიყო. მას შემდეგ, რაც ანა დოლიძე განსახილველ საკითხს კრიტიკულად გამოეხმაურა, მას მოსამართლე წევრებმა ჰოლანდიაში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაცია - Russian Justice Initiative-თან წარსულში თანამშრომლობა შეახსენეს და ეს წარმოაჩინეს როგორც სამარცხვინო და ქვეყნის ინტერესების საზიანო მოქმედებად. იგივე ბრალდებები კიდევ ერთხელ გაიმეორა საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა, 20 თებერვალს გადაცემა ,,არჩევანში“.
გვინდა, აღვნიშნოთ, რომ Russian Justice Initiative-ს აქვს თანამშრომლობის მდიდარი გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე არაერთ ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან თუ ექსპერტთან. დასახელებულ ორგანიზაციასთან საია 2008-2012 წლებში თანამშრომლობდა ადამიანის უფლებების დარღვევის საქმეებზე. მათ შორისაა რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი ისეთი მნიშვნელოვანი საქმეები, როგორიცაა ქართველი სამხედრო ტყვეების (ქართველი ჯარისკაცების) წამება და გორის ცენტრალური მოედნის დაბომბვა. RJI-ის წარმომადგენლის მეშვეობით საია-ს 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის შემდგომ შესაძლებლობა ჰქონდა, მოეძებნა და კონტაქტი დაემყარებინა ცხინვალის რეგიონში არსებულ დროებით მოთავსების იზოლატორსა თუ ციხეებში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებთან და დახმარებოდა მათ უფლებების დაცვაში.
მიგვაჩნია, რომ საბჭოს ზოგიერთი მოსამართლე წევრის მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სამარცხვინო და ქვეყნის ინტერესების საზიანო მოქმედებად წარმოჩენა, საბჭოს კრიტიკული წევრის დისკრედიტაციის მცდელობაა და მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი საკითხების შინაარსობრივი განხილვის თავიდან არიდებას.
მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს, თავი შეიკავონ არაეთიკური და უსაფუძვლო ბრალდებებისაგან და სხდომები საგნობრივი დისკუსიის ფარგლებში წარმართონ“, - წერია საიას განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
ფიშერი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ის „ლელოდან“ დაწყებული „ნაცმოძრაობით“ დამთავრებული ყველა ამ სუბიექტის მხარდამჭერია - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:24
იმედი მაქვს, როცა აშშ-ის ელჩი დაინიშნება, საბოლოო ჯამში, საელჩო ჩადგება ტრამპის ადმინისტრაციის სამსახურში და არა „დიფ სთეითს“ სამსახურში, როგორც ამას აკეთებდნენ ყოფილი ელჩები გასული წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 18:08

თუ იყო წარსულში გადაცდომები კორუფციის კუთხით, ამას სჭირდება რეაგირება, რათა მივიღოთ პრევენციის ეფექტი, შესაბამისად, ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანები და მკაცრები - ირაკლი კობახიძე
12 სექტემბერი, 2025 , 17:37
ხიდაშელისა და ზურაბიშვილის მაგალითზე ყველამ უნდა ისწავლოს, როგორ ექცევიან აგენტებს, ჩაიყვანენ და ასეთ ღალატს ჩაადენინებენ, ეს არის ყველა აგენტის ხვედრი - შალვა პაპუაშვილი
11 სექტემბერი, 2025 , 14:17
გუშინ ვაშინგტონში ვიხილეთ თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები, რაც ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართველი კარგავს სახეს და პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს ტრაგიკული მოვლენაა - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 13:31

გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ეუთო/ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ასეთი თავის ატკივება, შეიძლება, აღარ სურდა, ჩვენ ეუთო/ოდირის პოზიციას გაგებით ვეკიდებით - ირაკლი კობახიძე
11 სექტემბერი, 2025 , 13:21