უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
პოლიტიკა


,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ თბილისის მერიის წინასაარჩევნო რეკლამაში კანონმდებლობის დარღვევას ხედავს
ტელეკომპანიების, რუსთავი 2-ის და იმედის ეთერში ბოლო დღეების განმავლობაში გადის ვიდეორგოლი სლოგანით „გაკეთდა თბილისისთვის“, რომელშიც მოთხრობილია 2014-2017 წლებში თბილისის მერიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ვიდეორგოლი თავისი შინაარსით წარმოადგენს თბილისის მერიის რეკლამას და მისი განთავსება, ერთი მხრივ, არღვევს ქართულ კანონმდებლობას, მეორე მხრივ, კი უარყოფით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე, - ნათქვამია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში.
ორგანიზაციის შეფასებით, ამ ვიდეორგოლის განთავსებით შემდეგი მიზეზების გამო ირღვევა ქართული კანონმდებლობა:
„მაუწყებლობის შესახებ კანონის” 66′-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომუნიკაციის ეროვნული კომისიის 15 ივნისის №398/18გადაწყვეტილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსება მის დაფინანსებად ითვლება და აკრძალულია, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა;
ადმინისტრაციულ ორგანოებს არ ეკრძალებათ სოციალური რეკლამის განთავსება მაუწყებლებში, თუმცა ვიდეორგოლი არ არის განთავსებული სოციალური რეკლამის სტატუსით. აღსანიშნავია, რომ ის არც აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის მოთხოვნებს;
ზემოთ მოცემული ორი პუნქტის გათვალისწინებით, თბილისის მერიას რჩებოდა მხოლოდ ერთი სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ვიდეორგოლი მაუწყებლებში განეთავსებინა: ეს არის მაუწყებლობის შესახებ კანონის 66′-ე მუხლის მე-2 მუხლის მეორე წინადადება, რომელიც მერიას უფლებას აძლევს შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება „საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით”.
,,მერიის ვიდეორგოლში მოთხრობილია 2014-17 წლებში დაგებული გზების, აშენებული ხიდების და აღდგენილი ინფრასტრუქტურის შესახებ, ვიდეორგოლი არ ახდენს მოქალაქეთა ინფორმირებას სიახლეების, პროცედურების ან გადაუდებელი გარემოებების შესახებ, რაც მათ უნდა გაითვალისწინონ, ვიდეო არ ემსახურება საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას.
გარდა ამისა, ამჟამად მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია, შესაბამისად, ასეთი რეკლამების გაშვება ამომრჩევლის მიერ, შესაძლოა, აღქმული იქნეს როგორც მმართველი პარტიის არაპირდაპირი რეკლამა, ეს კი საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იქნება. მსგავს პრობლემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წინა არჩევნების დროსაც ხშირად წერდა.
მოვუწოდებთ:
საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას - შეისწავლოს ზემოაღნიშნული ფაქტი და მიიღოს შესაბამისი ზომები;
ქალაქ თბილისის მერიას - შეწყვიტოს მსგავსი რეკლამების ტელევიზიებში განთავსება;
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას - დაინტერესდეს ამ საკითხით და, საჭიროების შემთხვევაში, გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაცია“, - ნათქვამია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 14:18
რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს - შალვა პაპუაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 14:10

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 13:42
მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
21 სექტემბერი, 2025 , 10:52
ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი
19 სექტემბერი, 2025 , 13:29
ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
18 სექტემბერი, 2025 , 20:03