უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ოქტომბერი, 2018 15:15
font-size

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ზუგდიდის 94-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის ინფორმაციით, დარღვევა დაფიქსირდა საქართველოს მასშტაბით რამდენიმე საარჩევნო უბანზე.

გიგაურის ინფორმაციით, ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა სამეგრელოში, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის 94-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, რა დროსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დამკვირვებელმა დარღვევის შემთხვევა დააფიქსირა.

მისივე თქმით, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა საარჩევნო ყუთში კონვერტები ჩაყარა.

როგორ გიგაურმა აღნიშნა, „საერთაშორისო გამჭირვალობის“ წარმომადგენელს ამ ფაქტთან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარემ თვალის დახუჭვა სთხოვა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა უკავშირდება არჩევნების სავარაუდო გაყალბებას ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის 94-ე საარჩევნო უბანზე. ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ ერთ-ერთმა კომისიის წევრმა ჩაყარა კონვერტები ყუთში. პროტესტის გამოხატვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ სთხოვა და ასევე კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა სთხოვა ჩვენს დამკვირვებელს, რომ თვალი დაეხუჭა ამ ყველაფერზე და არ დაეწერა საჩივარი. ჩვენ მოვაწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ ამ ფაქტით, რადგან ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ ვითხოვთ ამ უბნის შედეგების ბათილად ცნობას.

გურჯაანის საარჩევნო ოლქის მეორე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს გარეთ გაყვა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საქართველოს ერთიანი ახალგაზრდათა კავშირის“ წარმომადგენელი და მას გადასცა თანხა. ესეც არის სამართალდამცავი ორგანოების შესწავლის საგანი.

აგიტაციის წესების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა გურჯაანის საარჩევნო ოლქის 25-ე საარჩევნო უბანზე - ერთ-ერთმა კომისიის წევრმა კაბინის გარეთ მისცა ხმა და ესეც არის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი