სამართალი


საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პირთა ჯგუფის მიერ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მუშაობდა მარნეულში მდებარე ერთ-ერთი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორის თანამდებობაზე და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ევალებოდა სატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება. ბრალდებულმა პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე გასცა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში. აღნიშნულის სანაცვლოდ, ოფიციალურად დაწესებული გადასახადის გარდა, მოქალაქისაგან მოითხოვა და აიღო ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ ტექინსპექტირების ცენტრში გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებებზე სისტემატურად ხდებოდა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიშების გაცემა, რასთან დაკავშირებითაც ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.
ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
საკვანძო სიტყვები:

პროკურატურამ ზვიად კუპრავას ბრალდება წარუდგინა
2 ოქტომბერი, 2025 , 18:54

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა
2 ოქტომბერი, 2025 , 18:49
შსს-მ სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავა, უკრაინის მოქალაქეს კი დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი
2 ოქტომბერი, 2025 , 11:14
ფოთში, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი დავაკავეთ - შსს
2 ოქტომბერი, 2025 , 11:10
სასამართლომ გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
1 ოქტომბერი, 2025 , 22:30
სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
1 ოქტომბერი, 2025 , 18:06