საზოგადოება
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტებს დღეიდან 27 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს ინტერესების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის (საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, გადაადგილება, წაშლა) ვადა გახანგრძლივდა.
როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტებს შეეძლებათ დღეიდან 27 აგვისტოს ჩათვლით.
„აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას მისცემს აბიტურიენტს გააკეთოს საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის ცვლილების (აკრედიტაციის მინიჭება, შეჩერება და ა.შ.) გათვალისწინებით საბოლოო არჩევანი.
პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადის გახანგრძლივების გამო გადაიწევს საბოლოო შედეგების გამოქვეყნება – ჩარიცხვებისა და დაფინანსების მოპოვების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ აგვისტოს ბოლო დღეებში ან სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი“ – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას
25 ოქტომბერი, 2025 , 11:00
“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება
24 ოქტომბერი, 2025 , 18:02
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა
24 ოქტომბერი, 2025 , 12:00
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის
23 ოქტომბერი, 2025 , 16:14
რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:46
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

