უკან

საზოგადოება

9 ნოემბერი, 2018 15:00
font-size

საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მიმდინარე წლის 7 ნოემბრის #52 დადგენილებით არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის დადგინდა საზღვარგარეთ ჩვენი თანამოქალაქეების საარჩევნო მიზნებისათვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადა - 2018 წლის 11 ნოემბერი (მუხლი 1. მე-3 ნაწილი), - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ საარჩევნო სიებში რეგისტრაციისა - და შესაბამისად - არჩევნებში მონაწილეობის წინაპირობაა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

,,მოქალაქეებმა, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის თხოვნით - არაუგვიანეს მიმდინარე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით - უნდა მიმართონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საკონსულო დაწესებულებას/დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან ელექტრონულად (ონ-ლაინ რეჟიმში) დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის (https://geoconsul.gov.ge/ka/register/visit) მეშვეობით.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის ონ-ლაინ რეჟიმში 4000-მდე მოქალაქე დადგა საკონსულო აღრიცხვაზე, ხოლო მათთვის, ვისაც აღნიშნულ პროცესში ესაჭიროება ტექნიკური დახმარება, ყველა საკონსულო დაწესებულებაში მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი (http://www.mfa.gov.ge/MainNav/MediaCenter/Consular-Hotline.aspx)

სადაც მოქალაქეები ინდივიდუალურად მიიღებენ საჭირო დახმარებას.

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების საარჩევნო უფლების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, საკონსულო დაწესებულებები/დიპლომატიური წარმომადგენლობები გადასული არიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს არასამუშაო დღეებში მოქალაქეთა მომსახურების - მათ შორის - საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის განხორციელებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 17:53

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონ

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები

22 ოქტომბერი, 2025 , 17:46

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.  მოსწავლეებისთვის

მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა

22 ოქტომბერი, 2025 , 14:47

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ. როგორც

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ღონისძიება ეროვნული სატყეო სააგენტოს

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში

21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ემიგრანტებისთვის მობილბანკში გზავნილების მორიგი კამპანია დაიწყო.  კამპანია განკუთვნილია საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და დეველოპერულ კომპანია „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორ