უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 მარტი, 2017 14:00
font-size

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ლიტვის სეიმში გამართულ საერთაშორისო საპარლამენტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო ლიტვის სეიმში გამართულ საერთაშორისო საპარლამენტო შეხვედრაში, რომელიც ევროპა-ამერიკის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის განმტკიცებას ეძღვნებოდა.

სოფიო ქაცარავა, სესიაზე, მოხსენებით წარსდგა თემაზე - „დემოკრატიის განვითარება ევროპა-ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობის გზით ტრანსატლანტიკური სივრცის გაფართოებისთვის“.

ლიტვის სეიმში სპიკერთან გამართულ შეხვედრას სოფიო ქაცარავასთან ერთად, უკრაინის, ლატვიის, მოლდოვეთის, ლიტვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და პოლონეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ესწრებოდნენ.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ორმხრივი შეხვედრები გამართა ლიტვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ეუთო-ს დელეგაციის ხელმძღვანელთან და სხვა მონაწილე ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლებთან.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორსა და მეგობარ ლიტვას, საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. სეიმის სპიკერთან შეხვედრაზე, განვიხილეთ ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე, როგორც უშუალო თანამშრომლობით ასევე, საპარლამენტო ასამბლეების დონეზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა პარტნიორი ქვეყნების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. ჩვენი პარტნიორები ერთხმად მხარს უჭერენ საქართველოში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს და ჩვენი ქვეყნის, როგორც რეგიონში ლიდერის როლს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მისივე თქმით, მხარეებმა, თბილისში მომდევნო კვირაში დაგეგმილი ნორდიკულ - ბალტიკური რვიანის (NB8) ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების ვიზიტის შეახებ ისაუბრეს და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხები განვიხილეთ.

„დავსახეთ თანამშრომლობის კონკრეტული გეგმა. ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებისა დ გამყარების შესახებ, როგორც დიპლომატიურ, ასევე კულტურულ, სოციალურ და ხალხთა შორის ურთიერთობათა სფეროში“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საკვანძო სიტყვები:

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა