უკან

სამართალი

22 სექტემბერი, 2017 14:45
font-size

საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით მოქალაქის დაკავების უფლების შესაბამის მუხლს

საია სამოქალაქო აქტივისტების, ნატა ფერაძის და კონსტანტინე გურულის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

როგორც საია- ში აცხადებენ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ერთადერთი კანონია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს, 1984 წელს არის მიღებული და დღემდე მოქმედებს.

,,აღნიშნული კოდექსი ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს და მისი არსებული ფორმით მოქმედება იწვევს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას.

მრავალ პრობლემურ საკითხთაგან ერთ-ერთია 173-ე მუხლი, რომლითაც სამართალდარღვევად მიიჩნევა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. პრაქტიკის თანახმად, ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაკავება სწორედ ამ საფუძვლით ხდება. ამ მუხლის საფუძველზე, სასამართლო მოქალაქის მიერ პოლიციელის მოქმედების საპასუხოდ განხორციელებულ ქმედებას სამართალდარღვევად აფასებს ისე, რომ არ ამოწმებს თავად პოლიციელის მოქმედების კანონიერებას, რომელიც წინ უსწრებდა მოქალაქის ქმედებას, ან, თუ ამოწმებს, შემოწმება ატარებს ფორმალურ ხასიათს. ასეთ დროს სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ იმის დადგენით, აქვს თუ არა პოლიციას, ზოგადად, კონკრეტული ქმედების განხორციელების უფლება და არ მსჯელობს, რამდენად სწორად გამოიყენა პოლიციამ კანონით მინიჭებულ უფლება კონკრეტულ განსახილველ შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლში არ წერია ის, რომ სამართალდარღვევის საქმის განმხილველი სასამართლო არ უნდა შევიდეს კონკრეტულ ვითარებაში პოლიციის მოთხოვნის წარდგენის კანონიერების შემოწმებაში, სასამართლოები ნორმის განმარტებას სწორედ ამგვარად ახდენენ.

ნორმის ამგვარი განმარტება სახიფათოა და პოლიციელთა თვითნებური ქმედებების წახალისებას უწყობს ხელს. როდესაც პოლიციელი დარწმუნებულია, რომ მისი მოთხოვნის კანონიერებას სასამართლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ფარგლებში არ შეამოწმებს, ეს მას აძლევს შესაძლებლობას, უსაფუძვლოდ დააკავოს პირი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით.

საია მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის იმგვარი განმარტება, როგორც ეს სასამართლო პრაქტიკით ხდება, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას სამართლიან სასამართლოზე და მის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

საია ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დროულად დაიწყოს ადმინისტრაციცულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა, რათა კანონმდებლობის ეს ნაწილი შესაბამისობაში მოვიდეს როგორც საქართველოს კონსტიტუციცასთან, ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან“, - აცახდებენ საია-ში.

საკვანძო სიტყვები:

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

22 ოქტომბერი, 2025 , 11:39

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს, - ა

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 11:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა

18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის14 პირია დაკავებული - შსს

21 ოქტომბერი, 2025 , 18:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის, 14 პირია დაკავებული. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვან

„ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 13:19

„ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. ამასთან, ცოტა ხნის წინ თავად ქეთა ციცქიშვილმა დაწერა საკუთარ

გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (იგივე სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები - ამოღებულია ნაღდი ფული, ჯამში 7 მლნ 2 200 აშშ დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით - სუს-ი

18 ოქტომბერი, 2025 , 17:29

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გუშინ ჩატარებული ჩხრეკის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის,

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირი დავაკავეთ, სულ 62 პირია დაკავებული - გელა გელაძე

17 ოქტომბერი, 2025 , 17:45

4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა კიდევ 16 პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით,