უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 ოქტომბერი, 2017 17:05
font-size

სახალხო დამცველის კანდიდატურაზე არჩევნების შემდეგ ვიმსჯელებთ - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თავისი კოლეგის, პარლამენტარ სალომე სამადაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, სახალხო დამცველის კანდიდატურის დასახელების უფლება არასამთავრობო სექტორსაც უნდა ჰქონდეს.

მდინარაძის თქმით, კანონით უკვე განსაზღვრულია, კონკრეტულად ვინ ირჩევს ომბუდსმენს. მისივე ინფორმაციით, მმართველ პარტიაში სახალხო დამცველის კანდიდატურაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იმსჯელებენ.

მდინარაძემ არ გამორიცხა, რომ მმართველმა გუნდმა სახალხო დამცველის კანდიდატურაზე კონსულტაციები გამართოს მესამე სექტორთან.

„ჩვენ არჩევნების შემდეგ ვაპირებთ, რომ სახალხო დამცველის თემაზე გუნდის შიგნით დავილაპარაკოთ და წარვადგინოთ ღირსეული კანდიდატურა. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის მიერ კანდიდატის დასახელებას, მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში კომპეტენციები გამიჯნულია. არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა დაასახელოს სახალხო დამცველის კანდიდატურა. ამ ნორმაში არ არის საუბარი არასამთავრობო სექტორზე. შესაძლებელია, გარკვეული კონსულტაციები გაიმართოს და გავითვალისწინოთ არასამთავრობო სექტორის აზრი, თუმცა ცალსახად, დღევანდელი კანონმდებლობის გვერდის ავლა არ მიმაჩნია სწორად“, - განაცხადა მდინარაძემ.

სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, ომბუდსმენის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა სულ მცირე ექვსკაციან ჯგუფს, რომელიც არ შედის არცერთ ფრაქციაში.

მოქმედ ომბუდსმენ უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.

ანა მებურიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:25

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, 13 იანვარს, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხს მიეძღვნება. პრესსამსახურის ინფორმაციით, ს

დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

12 იანვარი, 2026 , 13:21

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლის გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დღეს, მზია ამაღლობელის

ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი

12 იანვარი, 2026 , 13:11

წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვლაპარაკობ ოპოზიციაზე ბევრს, თავად ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურ

ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

12 იანვარი, 2026 , 13:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები 13-15 იანვარს მასპინძლობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინის

ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი

9 იანვარი, 2026 , 15:12

ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო - რადიკალები დამარცხდნენ! - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს

8 იანვარი, 2026 , 16:00

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აზუსტებენ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, ახდენენ გემის და