უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 თებერვალი, 2017 13:00
font-size

სახალხო დამცველმა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონის პროექტში ცვლილებების შეტანის წინადადებით პარლამენტს მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ცვლილებების შეტანის წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს.

სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა წარმოდგენილი კანონის პროექტის მნიშვნელობა; ამასთან, მიმოიხილა ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გაშვილებისა და მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების გაუმჯობესების მიზნით კანონპროექტში შესატანი ცვლილებები.

წინადადების თანახმად, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს ადგილობრივი გაშვილების მარეგულირებელ შემდეგ საკანონმდებლო ნორმებში: შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვის მონაწილეობა, შვილად აყვანის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და აზრის გათვალისწინების ვალდებულება პასუხისმგებელი სუბიექტებისათვის; შვილად ამყვანსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის თავსებადობის დადგენის გაუმჯობესებული მექანიზმის შემოღება; უპირატესი შვილად აყვანის უფლების მქონე პირთა შორის რიგითობის წესის დადგენა; ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის მიმართება შვილად აყვანის რიგითობასთან; ბავშვის მშვილებლისაგან განცალკევების წესის დადგენა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239–ე მუხლთან კანონპროექტის შესაბამისობაში მოყვანა.

მომეტებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საერთაშორისო გაშვილების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ხარვეზებზე. ამ კუთხით აღსანიშნავია შემდეგი მიმართულებები: ჰააგის კონვენციის პრინციპის შესაბამისად, ეროვნული გაშვილების სისტემაში საერთაშორისო გაშვილების წესის მოქცევა; საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვისა და უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების/მშვილებლის თავსებადობის კრიტერიუმების დადგენა; საქართველოს სახელმწიფოს მიერ საზღვარგარეთ გაშვილების საქმეებზე მონიტორინგის სამართლებრივი მექანიზმების დაზუსტება.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, უნდა გადაიხედოს, ასევე, მინდობით აღზრდის ქვეპროგრამას დაქვემდებარებულ პირთა განსაზღვრის წესი. კერძოდ, უნდა შეიცვალოს კანონპროექტის 70–ე მუხლი პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ბავშვი, რომლის მშობელიც მხარდაჭერის მიმღები პირია და სასამართლოს მიერ მშობლის უფლებამოსილების ნაწილში მხარდამჭერად დანიშნული ჰყავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, ექვემდებარება მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართვას. აღნიშნული საფუძვლით ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანა და მისი სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსება არ შეესაბამება გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის მოთხოვნებს და უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერვენცია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში ზრუნვისა და აღზრდის მიზნით.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ზემოაღნიშნული წინადადების გათვალისწინებით, გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის სტანდარტების შესაბამისად განახორციელოს საჭირო ცვლილებები „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტში და ბავშვის საუკეთესო ინტერესების საფუძველზე განსაზღვროს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცესის მომწესრიგებელი ნორმების ნორმატიული შინაარსი.

საკვანძო სიტყვები:

გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ალეკო ელისაშვილი

4 ნოემბერი, 2025 , 15:27

გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ - ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი თქმით, ხელშეკრულება

საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს - სალომ ზურაბიშვილი

4 ნოემბერი, 2025 , 15:14

საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს: მაღალი დონის კორუფცია (რომელშიც ათზე მეტი მაღალი თანამდებობის პირია ჩართული), - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომ ზურ

შიმშილობის მე-8 დღეს პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატა

4 ნოემბერი, 2025 , 12:22

შიმშილობის მერვე დღე პარალმენტთან - პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატათ. უწყვეტ აქციაში ახლა 8 პირი მონაწილეობს. ერთ-ერთი მოშიმშილე, რომელიც პრლამენტის წინ აქციის მონაწილეებს შეუერთდა, თამაზ მაჭავარიანია.

კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ - ლევან მაჭავარიანი

4 ნოემბერი, 2025 , 11:53

დიდი იმედი გვაქვს, 2030 წლისთვის ვითარება რადიკალურად იქნება შეცვლილი. როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ამ ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს და იქ საღი აზრი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საპარლა

ბრიუსელში დღეს „გაფართოების სამიტი“ გაიმართება

4 ნოემბერი, 2025 , 11:08

4 ნოემბერს ბრიუსელში „გაფართოების სამიტი“ გაიმართება, სადაც მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება. „გაფართოების სამიტში“ ევროკავშირისა

მამუკა ხაზარაძე ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა, ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ბინა ქართველს მიაქირაოს - შალვა პაპუაშვილი

3 ნოემბერი, 2025 , 13:03

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე ყალბ პროპაგანდას და ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა. პაპუაშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადე