არქივი
სამართალი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ადასტურებს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
სდსს-ის ხელმძღვანელმა ბერლინში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას, სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს.
"ყველა სპეცსამსახურებით მუდმივად ვიყავით ჩართულები პატრიარქის დაცვაში, ამის მიუხედვად ჩვენ მაინც ჩავთვალეთ, რომ ჩამოვსულიყავით და გვენახა მდგომარეობა პატრიარქის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით," - აცხადებს ანზორ ჩუბინიძე.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, სოსო ოხანაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მასთან საგამოძიებო უწყებებს მიცემული ჩვენების შემდეგ კითხვები აღარ აქვთ.
"სოსომ ძალიან კარგი გააკეთა, რომ იგი ჩავიდა, მიეხმარა გამოძიებას ყველანაირად ამ საქმესთან დაკავშირებით, სოსო განაგრძობს მუშაობას ჩვეულებრივად, სოსოსთან არანაირი კითხვის ნიშანი არ არის," - აცხადებს ანზორ ჩუბინიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე პარასკევს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, ამ დრომდე საქართველოს მთავარი პროკურატურა არ აკეთებს კომენტარს, თუ რა მოტივით მოხდა სასულიერო პირის დაკავება. არსებული ცნობით, საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ამავე საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, შაბათს საქართველოს საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იოსებ ოხანაშვილი დაკითხა.
ნინო ექვთიმიშვილი.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
18 ნოემბერი, 2025 , 11:55
საია-მ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა
17 ნოემბერი, 2025 , 12:53
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51

