უახლესი ამბები
- 08.03.2021 19:11კახა კალაძე ფარულ ჩანაწერზე: მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ
- 08.03.2021 18:08მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადმოცვივდა
- 08.03.2021 17:36ყველამ ყველაფერი კარგად იცის, დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა - გია ვოლსკი
- 08.03.2021 16:55მანიაკების ოჯახი მართავს დღეს ქვეყანას - ისნის გამგეობის შესასვლელ კართან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს
- 08.03.2021 16:25„ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად“-ს შინაარსი არ აქვს - ზურაბ ჯაფარიძე
- 08.03.2021 16:25ჩიხში იყვნენ შესულები და მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დამსხდარიყვნენ, მაშინ გამოაგდეს ეს ფალსიფიკაცია - მამუკა მდინარაძე
- 08.03.2021 15:35„ლელო“ ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება – საბა ბუაძე
- 08.03.2021 15:05„ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება - გიგი უგულავა
- 08.03.2021 15:05მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია - ხატია დეკანოიძე
- 08.03.2021 15:05საზოგადოებას ნუ გაახსენებენ იმას, რაც დავიწყებული იყო - მიხეილ ყაველაშვილი
არქივი
რეგიონები


სახელმწიფო სათანადოდ მოემზადა წლევანდელი რთველისთვის და არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი - გიორგი კვირიკაშვილი
გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ერთად გადავდგით ის ნაბიჯები, რომელმაც ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დააყენა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, კახეთში, სადაც რეგიონის რვა მუნიციპალიტეტში ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები წარადგინა.
კვირიკაშვილმა ადგილობრივებს დაგეგმილი პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ წლევანდელი რთველისთვის მთავრობა სათანადოდ მომზადებულია.
,,ჩვენ მივხედეთ, პირველ რიგში, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, მივხედეთ სოფლის მეურნეობას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ქართველი კაცი დაუბრუნდა მევენახეობას, ჩვენ გადავარჩინეთ ვენახები გაჩეხვას და დღეს გვაქვს ვენახების გაშენების მზარდი ტენდენცია. ჩვენ 500 მილიონ ლარამდე შემოსავალი მივიღეთ კახეთში მარტო მევენახეობის განვითარებით და ეს ტენდენცია გაგრძელდება. ჩვენი სახელმწიფო სათანადოდ მოემზადა წლევანდელი რთველისთვის და არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი.
ჩვენ ავირჩიეთ სოფლის მეურნეობის განვითარების სწორი მოდელი და ეს ეხება არა მარტო მევენახეობა-მეღვინეობას, არამედ ეს ეხება მეხილეობის განვითარებას. ეს არის პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომელიც სამი წლის წინ დაიწყო. ჩვენ არ გავაკეთეთ აქცენტი მყისიერ მოგებაზე, არამედ ეს პროგრამა ოთხი-ხუთი-ექვსი წლის თავზე იწყებს მოგებას და ჩვენ დღითიდღე, დღეიდან მოყოლებული დავიწყებთ დანახვას, თუ როგორ გაძლიერდება სოფლად მცხოვრები სწორედ ამ პროგრამების შედეგად.
ჩვენ მიზნად დავისახეთ ჩვენი ღვინის გასაღების ბაზრების განვითარება და გვაქვს უპრეცედენტოდ მზარდი ტენდენცია ჩვენი ღვინის გასაღების ბაზრის. სწორედ ამის გამო ჩვენ გვაქვს ათობით ახალი მეღვინეობის საწარმო კახეთში გახსნილი. ეს არ არის ჯერ კიდევ სრული წარმატება და რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია გაგრძელდება.
წარმატებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჯერ არნახული მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები წამოვიწყეთ. კერძოდ, კახეთზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს მართლაც დღემდე არნახული მასშტაბის გზების, წყალმომარაგების სისტემების განვითარება და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ასეთი მასშტაბი ჩვენს ბიუჯეტში ჯერჯერობით არ ყოფილა.
მინდა, ჩამოვთვალო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ესენი გახლავთ - 15 კილომეტრიანი გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა, რომლის დასრულებასაც მომავალი წლის ზაფხულში ვვარაუდობთ; გარდა ამისა, თბილისი-ბაკურციხის 87-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოდერნიზება, რომელიც 2018 წლისთვის დაიწყება და ორ წელიწადში დამთავრდება; ასევე - წნორი-ლაგოდეხის მონაკვეთის 40-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოდერნიზება. 2018 წლიდან დაგეგმილია ბაკურციხე-წნორის 16-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომელიც 2020 წელს დასრულდება და ამას გარდა, 36-კილომეტრიანი გზა გურჯაანი-თელავის შემოვლითი მონაკვეთის, რომელიც 121 მილიონი დოლარი დაჯდება. მთლიანობაში ამ გზების ღირებულება მილიარდ ლარზე მეტია. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ კახეთს ექნება ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტების გზები და ამას დაემატება ასევე სრულიად ახალი გზა, რომლის დაგეგმარებაც დაწყებულია - ეს გახლავთ თელავისა და თუშეთის დამაკავშირებელი ახალი გზის მონაკვეთი, რომელიც გაცილებით გააიოლებს თუშეთთან კავშირს.
ჩვენ შარშან უკვე გვქონდა ამის პრეცედენტი, როდესაც საზაფხულო გზა დაიკეტა, ყოველკვირეულად დავნიშნეთ ვერტმფრენის რეისი თუშეთის მიმართულებით, რამაც ძალიან მნიშვნელოვნად გააიოლა იქ მყოფი ადამიანების ყოფა და რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება მომავალ ზამთარშიც“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე ინფორმაციით, 2018 წლიდან დაიწყება და 2020 წლისთვის დამთავრდება თელავის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ყველა რაიონში დაგეგმილია სპორტული კომპლექსების მშენებლობა და ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოსახლეობის ჯანმრთელი ცხოვრების წესს.
,,ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, კახეთის მიმართულებით კომპლექსური პროგრამა წამოვიწყოთ იმისათვის, რომ კახეთი გავხადოთ სამაგალითო მიმართულება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენ ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ, როგორც ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან, ასევე გუბერნატორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. სულ ახლო მომავალში ჩვენ დავაანონსებთ ამ უპრეცედენტო მასშტაბის პროგრამას, რომელიც იქნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, სამაგალითო, როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.
ამას გარდა, მინდა გითხრათ, რომ კახეთს კულტურული მიმართულებით აქვს განსაკუთრებული პოტენციალი. ეს რეგიონი ყოველთვის მდიდარი იყო ინტელექტით და სწორედ ეს ინტელექტი ინარჩუნებს დღემდე იმ თვითმყოფადობას, იმ განსაკუთრებულ კულტურას, რომელიც აქ წარმოიშვა და რომელმაც არა მარტო კახეთის, არამედ საქართველოს თვითმყოფადობის შენარჩუნებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა. სწორედ ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კულტურის განვითარებას. ამ მიმართულებით განსაკუთრებული რესურსი დაიხარჯება, რათა თითოეულ რეგიონში ახალგაზრდებს ჰქონდეთ ადგილი, სადაც ისინი მივლენ, ნახავენ ახალ სპექტაკლებს, კინოხელოვნების ახალ ნიმუშებს და არ იქნება საჭიროება იმისა, რომ ამისთვის აუცილებლად დედაქალაქში იყოს წასასვლელი. ადგილობრივი კულტურის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, როგორც ცენტრალური ბიუჯეტის ასიგნირების კუთხით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში“, - განაცხადა გიორგი კვირიკლაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
„ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანიას მოვთხოვთ, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასასაქმებლად - ნათია თურნავა
5 მარტი, 2021 , 17:25

ფერმერებს რეგისტრაცია და აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება დისტანციურად, ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ
27 თებერვალი, 2021 , 12:00

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის ორ მოსწავლესა და ცხრა პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა
24 თებერვალი, 2021 , 14:20

21 თებერვლამდე ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
22 თებერვალი, 2021 , 15:31
სოფელ შუქრუთში მაღაროები პარალიზებულია - მოსახლეობა პროცესში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს
18 თებერვალი, 2021 , 12:29
ინტენსიური თოვის გამო გზებზე შეზღუდვებია - სად იკრძალება მოძრაობა
17 თებერვალი, 2021 , 10:25