პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ კანაფის ფაქტობრივი ლეგალიზება უკვე მოახდინა - გიორგი გახარია
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანაფის ფაქტობრივი ლეგალიზება მოახდინა. ამის შესახებ მან პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“ თქვა, როცა უპასუხა კითხვას, უნდა მოხდეს თუ არა კანაფის ლეგალიზება.
უწყების ხელმძღვანელის თქმით, კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით შესაბამისი რეგულაციები უნდა ამოქმედდეს.
„ჩვენი, შსს–სა და ასევე ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია ასეთია – აქ კონკრეტული, გარკვეული რეგულაციებია შემოსაღები, რათა ფაქტობრივი ლეგალიზება ჩვენი საზოგადოების მიერ ისე არ იყოს აღქმული, რომ ყველაფერი დაშვებულია“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩო უნდა შეიქმნას, სადაც იქნება მითითებული, რა პირობებში, სად და რა ზომით მოხმარება არ არის კრიმინალიზებული.
რაც შეეხება მძიმე ნარკოტიკებს, გახარიამ აღნიშნა, რომ საჭიროა სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობა.
„შსს–ს პოზიცია ასეთია – რა თქმა უნდა, ჰუმანური მიდგომა სწორია. ეს ის მიმართულებაა, საითაც ჩვენ უნდა მივდიოდეთ, თუმცა, დღეს, როცა რეაბილიტაციის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გვაქვს და რეაბილიტაციის პროგრამების ის რაოდენობა არ არსებობს, რაც აუცილებელია, სახელმწიფომ ნარკომომხმარებლებს შესთავაზოს, ეს ის პრინციპული პრობლემაა, რომლის გადაწყვეტის შემდეგაც შეიძლება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ლიბერალიზაციის მიმართულებით. ამიტომ ვთვლით, რომ უპირველეს ყოვლისა, იმ ინფრასტრუქტურაზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც ნარკომომხმარებელთა რეაბილიტაციისათვისაა საჭირო და კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებზე შემდეგ ვისაუბროთ“, – თქვა გახარიამ.
საკვანძო სიტყვები:
საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი - ევროკომისიის ანგარიში
19 დეკემბერი, 2025 , 20:48
სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
19 დეკემბერი, 2025 , 17:13
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა
19 დეკემბერი, 2025 , 09:02
მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
18 დეკემბერი, 2025 , 15:27
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას - კაია კალასი
18 დეკემბერი, 2025 , 15:15
ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს - შალვა პაპუაშვილი
18 დეკემბერი, 2025 , 14:21


