უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ნოემბერი, 2016 18:35
font-size

საკონსტიტუციო უმრავლესობა მომავალ პარლამენტს აძლევს შესაძლებლობას, მეტი გადაწყვეტილებები მიიღოს ნაკლები პრობლემებით - დავით უსუფაშვილი

ერთი პოლიტიკური პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობა მომავალ პარლამენტს აძლევს შესაძლებლობას, მეტი გადაწყვეტილებები მიიღოს ნაკლები პრობლემებით, მაგრამ ამასობაში, ალბათ, ავალდებულებს მომავალი პარლამენტის თითოეულ წევრს, რომ მეტი დაფიქრებით და განსჯით მიიღოს გადაწყვეტილებები, რათა შეცდომები ნაკლები დავუშვათ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში, სადაც მისი სახელით მიღება მიმდინარეობს.

ღონისძიებას ძველი და ახალი პარლამენტის წევრები, ასევე მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ესწრებიან.

,,დღევანდელი შეკრებით გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ თითეული ჩვენგანი, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ პარტიას ვეკუთვნით, ვართ გამარჯვებული თუ დამარცხებული ამ კონკრეტულ არჩევნებში, ვემსახურებით საქართველოს, ჩვენს საერთო სამშობლოს.

სახელმწიფო სამსახური არ არის პრივილეგია და ჯილდო, ეს არის საპატიო შრომა. შევიკრიბეთ იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივცეთ იმედი, რომ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, ჰყავდა ხელისუფლება, ეყოლება ახალი ხელისუფლება, რომელიც გაუძღვება ქვეყანას, უზრუნველყოფს შემდეგი არჩევნების ჩატარდებას და ასე გაგრძელდება. ჩვენ აღარ გვექნება სახელისუფლებო წყვეტები და ისეთი მოვლენები, რომლებიც სამწუხაროდ, ამ პარლამენტშიც ვითარდებოდა, მიუხედავად იმისა ვართ კმაყოფილები, თუ ნაკლებად კმაყოფილები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, მე-8 მოწვევის პარლამენტი ისეთივე მრავალპარტიული და ჭრელი იყო, როგორიც ქართული საზოგადოებაა.

„ამ სიჭრელემ შეიძლება, ბევრი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა დააკარგვინა პარლამენტს, სამაგიეროდ, ამ სიჭრელის გამო, შესაძლოა, შეცდომებიც ცოტა დავუშვით. მომავალი პარლამენტი, თავის მხრივ, იქნება ასევე გამორჩეული, ვინაიდან ერთი პოლიტიკური პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება, რაც, ერთი მხრივ, მომავალ პარლამენტს აძლევს შესაძლებლობას, მეტი გადაწყვეტილებები მიიღოს ნაკლები პრობლემებით, მაგრამ ამასობაში, ალბათ, ავალდებულებს მომავალი პარლამენტის თითოეულ წევრს, რომ მეტი დაფიქრებით და განსჯით მიიღოს გადაწყვეტილებები, რათა შეცდომები ნაკლები დავუშვათ. შეცდომებისგან კი, დაზღვეული არავინ ვართ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ალეკო ელისაშვილი

4 ნოემბერი, 2025 , 15:27

გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ - ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი თქმით, ხელშეკრულება

საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს - სალომ ზურაბიშვილი

4 ნოემბერი, 2025 , 15:14

საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს: მაღალი დონის კორუფცია (რომელშიც ათზე მეტი მაღალი თანამდებობის პირია ჩართული), - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომ ზურ

შიმშილობის მე-8 დღეს პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატა

4 ნოემბერი, 2025 , 12:22

შიმშილობის მერვე დღე პარალმენტთან - პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატათ. უწყვეტ აქციაში ახლა 8 პირი მონაწილეობს. ერთ-ერთი მოშიმშილე, რომელიც პრლამენტის წინ აქციის მონაწილეებს შეუერთდა, თამაზ მაჭავარიანია.

კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ - ლევან მაჭავარიანი

4 ნოემბერი, 2025 , 11:53

დიდი იმედი გვაქვს, 2030 წლისთვის ვითარება რადიკალურად იქნება შეცვლილი. როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ამ ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს და იქ საღი აზრი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საპარლა

ბრიუსელში დღეს „გაფართოების სამიტი“ გაიმართება

4 ნოემბერი, 2025 , 11:08

4 ნოემბერს ბრიუსელში „გაფართოების სამიტი“ გაიმართება, სადაც მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება. „გაფართოების სამიტში“ ევროკავშირისა

მამუკა ხაზარაძე ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა, ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ბინა ქართველს მიაქირაოს - შალვა პაპუაშვილი

3 ნოემბერი, 2025 , 13:03

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე ყალბ პროპაგანდას და ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა. პაპუაშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადე