უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 მაისი, 2018 17:35
font-size

საკრებულოს წევრები „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმიანობას გაეცნენ

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის ინიციატივით, საკრებულოში „თბილისის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ, „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელს, გიორგი ბაიდარაშვილს მოუსმინეს. ფონდის დირექტორმა დეპუტატებს სამი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და ფონდის სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრის შემდეგ საკრებულოს და ფონდის წარმომადგენლები რამდენიმე ობიექტზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ტაბიძის ქუჩა N18-ში სადარბაზოების რესტავრაციის, დადიანის ქუჩა N34-ში, გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია მმართველი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავათვალიერეთ. საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტები ხარისხობრივად მაღალ დონეზე განხორციელდეს. სწორედ ამიტომ ვატარებთ მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს და ვფიქრობ, რომ ისტორიული უბნის განვითარების მიმართულებით უახლოეს მომავალში კიდევ უფრო საინტერესო პროექტები გვექნება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის თქმით, საკრებულოს წევრებმა „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელისგან მიიღეს ინფორმაცია იმ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქს ძველ უბანთან მიმართებაში უნდა ჰქონდეს.

დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:18

4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაშია, ყოფილმა ძალოვნებმა კოლეგებს მოუწოდეს უკანონო დავალებები არ შეასრულონ, ივანიშვილმა კი 13 წლის შემდეგ პირველად აღიარა მარცხი - სწორედ ამიტომ, 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი მშვი

რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს - შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:10

აბსოლუტური სკანდალია, რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს? გაცხადებული მიზანი

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 13:42

რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ, რადგან ამის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა,- ამის შესახებ „ქარ

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

21 სექტემბერი, 2025 , 10:52

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. „აშშ-ში

ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი

19 სექტემბერი, 2025 , 13:29

ვხედავთ, რომ ბრიუსელი, სამწუხაროდ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს საუბარს და დიალოგს. ვხედავთ, რომ მიდგომებში, რომელიც დღეს ბრიუსელშია, რთულია, დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებ

ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

18 სექტემბერი, 2025 , 20:03

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერმა მიიღო, – ა