უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 აგვისტო, 2018 17:10
font-size

საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა გაიმართა

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის განხილვა გაიმართა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, განხილვაში თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა, ასევე გარემოს დამცველებმა და არქიტექტორებმა მიიღეს მონაწილეობა.

სხდომის გახსნისას ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე გენგეგმის პროექტის ის ნაწილი განიხილებოდა, რომელიც გამწვანებულ ტერიტორიებს და სარეკრეაციო სივრცეებს ეხება.

გენგეგმის პროექტი სხდომის მონაწილეებს კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მერაბ ბოლქვაძემ წარუდგინა. მისი თქმით, გენგეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ქალაქის კომპაქტურობის დაცვა და ერთიანი მწვანე ლანდშაფტური სივრცეების შექმნაა. მერაბ ბოლქვაძის განმარტებით, გენგეგმის პროექტი შვიდი საქალაქო პარკის მოწყობას, ასევე მდინარე მტკვრის შენაკადების გახსნას და მათ არეალში გამწვანებული სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორმა აღნიშნა, რომ გენგეგმის კონცეფცია მდინარე მტკვრის გახსნას და ქალაქისთვის დაბრუნებას, ასევე იმ სივრცეებში, სადაც მტკვარი ჯებირებით არ არის შემოსაზღვრული, გამწვანებული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს.

მერაბ ბოლქვაძის განმარტებით, გენგეგმის პროექტის თანახმად, თბილისში არსებული ყოფილ საწარმოო ტერიტორიებზე (ე.წ. „ბრაუნფილდები“), დაახლოებით 400 ჰექტარზე მწვანე სივრცეების შექმნა იქნება შესაძლებელი.

გენგეგმის პროექტის გამწვანების კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ, კომისიების გაერთიანებული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გარემოს დამცველების და არქიტექტორების, ასევე საკრებულოს წევრების მიერ დასმულ კითხვებს, მერაბ ბოლქვაძემ და მაია ბითაძემ უპასუხეს. ასევე საკუთარი პოზიცია ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ წარადგინა. რევაზ სოხაძის თქმით, მმართველი გუნდის მიზანი სრულყოფილი გენგეგმის მიღებაა, რისთვისაც დოკუმენტის განხილვა გაგრძელდება და ამ მიზნით საკრებულოშიც კიდევ არაერთი შეხვედრა გაიმართება.

დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:18

4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაშია, ყოფილმა ძალოვნებმა კოლეგებს მოუწოდეს უკანონო დავალებები არ შეასრულონ, ივანიშვილმა კი 13 წლის შემდეგ პირველად აღიარა მარცხი - სწორედ ამიტომ, 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი მშვი

რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს - შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:10

აბსოლუტური სკანდალია, რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს? გაცხადებული მიზანი

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 13:42

რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ, რადგან ამის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა,- ამის შესახებ „ქარ

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

21 სექტემბერი, 2025 , 10:52

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. „აშშ-ში

ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი

19 სექტემბერი, 2025 , 13:29

ვხედავთ, რომ ბრიუსელი, სამწუხაროდ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს საუბარს და დიალოგს. ვხედავთ, რომ მიდგომებში, რომელიც დღეს ბრიუსელშია, რთულია, დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებ

ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

18 სექტემბერი, 2025 , 20:03

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერმა მიიღო, – ა