უკან

პოლიტიკა

7 აგვისტო, 2018 13:45
font-size

სალომე ზურაბიშვილი იქნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამუდამო დაკარგვის შეგუების პრეზიდენტი - გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილი გახდება საქართველოს პრეზიდენტი, ის შეეცდება, დაარწმუნოს მსოფლიო, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. უგულავამ მოუწოდა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, არ აჰყვეს მმართველ პარტიას და არ დაუჭიროს მხარი ზურაბიშვილის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე.

„ომი {2008 წლის} საქართველომ დაიწყო - ამ განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა 28 ოქტომბერი რეფერენდუმად აქცია. ამიტომ, ოცნების ამომრჩეველს (არა პარტიას) მინდა მივმართო, „მადამ პრეზიდენტი“ ივანიშვილს 2024 წლის მერე სჭირდება საფრანგეთში მორიგ პერსონალურ ლობისტად. არავისთვის არაა საიდუმლო - ივანიშვილის ავლადიდების სამშობლო საფრანგეთია. მანამდე როგორც პრეზიდენტი, ის მთელ მსოფლიოში ივლის და შეეცდება, ყველა „დაარწმუნოს“ - ომი საქართველომ დაიწყო. ის იქნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამუდამო დაკარგვის შეგუების პრეზიდენტი. ამიტომ ის გაცილებით დიდ ზიანს მოიტანს, ვიდრე ახლა წარმოგვიდგენია, - ვიდრე პრეზიდენტს დარჩენილი ფუნქციებით შეუძლია. „ოცნების“ ამომრჩევლებო, თქვენი პარტია ფატალურ შეცდომას უშვებს - ნუ იზამთ იმავეს. ყოველგვარი პათეთიკის გარეშე - შთამომავლობა არ გვაპატიებს“, -დაწერა უგულავამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, გუშინდელ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო.

„მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ. ომის ტრაგედია არის ჩვენი ტრაგედია და როგორც პრეზიდენტი ერთ რამეს გეტყვით, რომ პროვოკაციები, რომლებზეც მაშინ გვაფრთხილებდნენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, პროვოკაციებს არ ავყვები. როცა ხარ პატარა ქვეყანა, შენ მტერზე უფრო ჭკვიანი უნდა იყო“, -თქვა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატურას დააყენებს საპრეზიდენტო არჩევნებში.

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა

24 თებერვალი, 2026 , 13:54

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და &

იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:21

იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მ

შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:17

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიული განათლების განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთა

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:10

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში  სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაზრის კვლევის შედეგების პ

შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:06

მთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ

იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:02

იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს საკუთარ პროფესიულ საქმი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი