უკან

პოლიტიკა

1 ნოემბერი, 2017 12:40
font-size

სალომე ზურაბიშვილი ნდობის ჯგუფში შესვლას აპირებს

დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ნდობის ჯგუფში გაწევრიანებასა და პარლამენტისთვის საკუთარი კანდიდატურის წარდგენას აპირებს.

საქმე ეხება ერთ ვაკანტურ კვოტას, რომელიც გათვალისწინებულია უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატებზე. ამავე ადგილზე პრეტენზიას აცხადებენ ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსიდან“ და სალომე სამადაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

„მე რატომ უნდა დავუჭირო მხარი, როდესაც მიმაჩნია, რომ გამოცდილებით და ბევრი სხვა ნიშნით მე უფრო საჭირო ვიქნები ამ ნდობის ჯგუფში, ვიდრე ნებისმიერი წარდგენილი. შეიძლება გამოინახოს სხვა ფორმა და ცვლილება შევიდეს რეგლამენტში, მაგრამ ძალიან ცუდია, როდესაც ნდობის ჯგუფში არ არის დამოუკიდებელი დეპუტატი“,- თქვა ზურაბიშვილმა.

ნდობის ჯგუფის ოთხი წევრის ვინაობა უკვე ცნობილია. ისინი არიან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომელიც ავტომატურად ხდება ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე, ეკა ბესელია უმრავლესობის კვოტით, არჩილ თალაკვაძე - მაჟორიტარების კვოტით და ირაკლი აბესაძე - უმცირესობის კვოტით.

სულ ნდობის ჯგუფში საპარლამენტო უმცირესობებსა და იმ ფრაქციებს, რომლებიც უმრავლესობაში არ შედიან, ორი კვოტა ენიჭება.

საქართველოს კანონით „ნდობის ჯგუფის შესახებ“ ნდობის ჯგუფის ამოცანაა, აკონტროლოს საქართველოს აღმასრულებელი სახელისუფლებო ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის ბიუჯეტი.

ანა მებურიშვილი

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა

24 თებერვალი, 2026 , 13:54

დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და &

იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:21

იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მ

შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:17

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიული განათლების განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთა

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:10

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში  სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაზრის კვლევის შედეგების პ

შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:06

მთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ

იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე

24 თებერვალი, 2026 , 12:02

იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს საკუთარ პროფესიულ საქმი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი