უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილს რუსთავში საპროტესტო შეძახილებითა და აქციით დახვდნენ
მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს რუსთავში საპროტესტო შეძახილებითა და აქციით დახვდნენ.
აქციის მონაწილეები ზურაბიშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებდნენ, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატმა საქართველო ომის დაწყებაში დაადანაშაულა.
მათ ზურაბიშვილთან გასაუბრებაც სურდათ, თუმცა მათთან საპრეზიდენტო კანდიდატი არ მისულა. აქციის დროს ”ქართული ოცნების” აქტივისტებთან დაპირისპირებაც მოხდა. ადგილზე სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მას ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აქციის მონაწილეებს უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე შეხვდა. აქციის მონაწილეებმა მისი ადგილზე მისვლა გააპროტესტეს.
„თალაკვაძე მოვიდა და სამარცხვინოდ მოგვიკითხა, ჯერ პასუხი იმაზე არ გაგვცა, რატომ არ შეგვიშვეს ადამიანები შეკითხვის დასასმელად, მერე უსამართლო იძალადეს ჩვენზე,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა დაუშვებელია.
ამასთან, აქციაზე დაპირისპირების დროს დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ ორი აქტივისტი, რომელთაც დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა.
„თქვენმა დასაქმებულებმა გადამიარეს, ყელში წამიჭირეს... აუცილებლად შევიტან სარჩელს“, - მიმართა ერთ-ერთმა დაშავებულმა არჩილ თალაკვაძეს, რომელმაც ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში მოინახულა.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი აქტივისტი თალაკვაძისგან დაინტერესდა, მოყვებოდა თუ არა დღეს მომხდარ ფაქტს რეაგირება, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მას მიუთითა, რომ აღნიშნულზე პასუხი შესაბამის უწყებებს უნდა გაეცათ.
„ჩემგან გაინტერესებთ? მაგისთვის არსებობს პოლიცია და გამოძიება. თქვენ დროს როგორც იყო, ისე აღარ არის. დრო აგერიათ “, - მიმართა აქტივისტს თალაკვაძემ.
საპასუხოდ კი უმრავლესობის ლიდერს მიმართეს რეპლიკით, რომ დღეს სარდაფებში კეტავენ ხალხს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
22 ოქტომბერი, 2025 , 17:53
საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
22 ოქტომბერი, 2025 , 17:46
მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
22 ოქტომბერი, 2025 , 14:47
22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:40
თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში
21 ოქტომბერი, 2025 , 15:49
საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

