უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
საზოგადოება


სამი წლის განმავლობაში CO-თი ინტოქციკაციის გამო 64 ადამიანი გარდაიცვალა - „ყაზტრანსგაზ-თბილისი“
„ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ შეხვედრა -„მეტი უსაფრთხოებისთვის“ გამართა, რომელშიც კომპანიის ხელმძღვანელებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, სემეკ-ის, თბილისის მერიისა და საკრებულოს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და ენერგო ომბუდსმენმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ ის ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა დროს საკუთარ თავზე გამოსცადეს ტრაგედიები. მათ ჟურნალისტებს უამბეს, თუ რა მძიმე პერიოდი გადაიტანეს იმის გამო, რომ არ გაითვალისწინეს სპეციალისტების რჩევები, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური შედეგი მოიტანა.
„64 გარდაცვლილი და 194 მოწამლული – ასეთია სამი წლის განმავლობაში დაუდევრობისა და არასწორად დამონტაჟებული გამათბობლების მიზეზით, CO (ცეოსგან) მოწამვლისა და გარდაცვალების სტატისტიკა.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად მსგავსი შემთხვევები მცირდება (2018 წელს 13 ადამიანი გარდაიცვალა და 16 მოიწამლა) „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიზანი ამ მაჩვენებლების მაქსიმალურად ნულამდე დაყვანაა.
ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, მოსახლეობის საფრთხეების შესახებ ინფორმირება და მათ მიერ სპეციალისტების რჩევების გათვალისწინებაა. რამდენიმე წელია, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აქტიურ უსაფრთხოების კამპანიას აწარმოებს სახელწოდებით „მეტი უსაფრთხოებისთვის“. მიუხედავად მიღწეული შედეგებისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც უგულებელყოფს კომპანიის სპეციალისტების რჩევებს უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით. კომპანიამ გადაწყვიტა, შეცვალოს „მეტი უსაფრთხოების“ კამპანიის სტრატეგია და აღარ შემოიფარგლება ცალკეული კლიპებითა თუ ბანერებით, ამ კამპანიაში ჩაერთო რეალური ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა დროს გაუფრთხილებლობით CO (ცეოთი) მოიწამლნენ, ან მათ ოჯახებში ტრაგედია დატრიალდა“, – განაცხადეს კომპანიაში.
საკვანძო სიტყვები:
ვიძლევი პირობას, ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ირაკლი კუპრაძე
22 სექტემბერი, 2025 , 14:01

ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
22 სექტემბერი, 2025 , 13:15

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
22 სექტემბერი, 2025 , 13:08
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღზარდა, ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას, აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 12:53

ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
22 სექტემბერი, 2025 , 12:43

საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
22 სექტემბერი, 2025 , 12:29