უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

26 მაისი, 2018 16:55
font-size

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეების ლიდერებს შორის მოულოდნელი შეხვედრა შედგა

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეების ლიდერები ერთმანეთს დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ. ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

ეს რიგით მეორე შეხვედრაა კიმ ჩენ ინსა და მუნ ჯე ინს შორის. სავარაუდოდ, ორივე მხარე ცდილობს, რომ აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა შედგეს.

„ორივე ლიდერმა აზრები გაცვალეს…, რათა ჩრდილოეთ კორეა-აშშ-ის სამიტი წარმატებულად გაიმართოს“, -განაცხადეს მუნ ჯე ინის ოფისში.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მოლაპარაკებების შედეგებზე ხვალ დილას ისაუბრებს.

ხუთშაბათს დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან სინგაპურში, 12 ივნისისთვის დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. გაგზავნილ წერილში აშშ-ის პრეზიდენტმა ფხენიანი „ღია მტრობაში“ დაადანაშაულა. ამის მიუხედავად დღეს ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ სამიტის შესაძლო ჩატარებაზე ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.

პირველად მუნ ჯე ინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს 27 აპრილს შეხვდნენ. ისტორიულ სამიტზე მხარეები სრულ ბირთვულ განიარაღებასა და ფორმალური ომის დასრულებაზე შეთანხმდნენ. მეორე შეხვედრა უნდა გამართულიყო 16 მაისს, თუმცა ფხენიანმა აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო სწავლების, „Max Thunder-ის გამო შეხვედრა გააუქმა.

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo