უახლესი ამბები
- 24.02.2026 17:33თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
- 24.02.2026 17:00სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
არქივი
პოლიტიკა
სანდრა რულოვსმა იმიტომ აირჩია სამეგრელო, რომ იქ ეგულება ,,ნაციონალების“ ბუდე - გოგა ხაინდრავა
გოგა ხაინდრავას განცხადებით, სანდრა რულოვსი სამეგრელოში იმიტომ იყრის კენჭს, რომ იქ კოდუების, ახალაიების და ქარდავების მხარდამჭერები ეგულება. ამის შესახებ ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიას სამეგრელოში, მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდა.
,,რატომ აირჩია რულოვსმა სამეგრელო? იმიტომ, რომ იქ ეგულება „ნაციონალების“ ბუდე – კოდუების, ახალაიების მხარდამჭერები, ასევე მეგის ქარდავების. იქ ეგულება მას დასაყრდენი. ვერ დავიჯერებ, რომ სანდრა რულოვსი საქართველოს პრობლემებმა შეაწუხა. დავიჯერო, რომ მის სამშობლოს ჰოლანდიას ან უკრაინას არ აქვს პრობლემები? ჩავიდეს თავის ქმართან, პრობლემები დღეს უკრაინას აქვს, თუ აქვს,“ - განაცხადა ხაინდრავამ.
გოგა ხაინდრავამ ქუთაისში ,,ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატებზეც ისაუბრა და ადგილობრივებს გონივრული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.
,,კობა ნარჩემაშვილთან მე წლების წინ მქონდა პიროვნული დაპირისპირება, მაგრამ ამ ადამიანს ღირსება არ დაუკარგავს არც მაშინ და არც შემდგომ. იმ პერიოდის ხელისუფლებაში თუ ვინმეს ჰქონდა ღირსება, ეს იყო კობა ნარჩემაშვილი. ამ ყველაფრის ფონზე, როცა „რესპუბლიკელი“ თამარ კორძაია არჩევანს აკეთებს გიგი წერეთელზე, აღარ უნდა უკვირდეთ რესპუბლიკელებს ის შედეგი, რაც მიიღეს“, - განაცხადა ხაინდრავამ.
ხაინდრავამ ასევე ყურადღება გაამახვილა მთაწმინდის ოლქში დაგეგმილ არჩევნების მეორე ტურზეც.
,,სალომე ზურაბიშვილი არის ქალბატონი, რომელმაც გაიყვანა რუსული ტანკები საქართველოდან და ნიკა რურუა არის ადამიანი, რომელმაც შემოიყვანა რუსული ტანკები თავის პარტიასთან ერთად და 35 კილომეტრში დააყენა. რურუა არის წარსულის სიბნელე, სალომე ზურაბიშვილი და ევროპული იდეოლოგიის პოლიტიკოსი,“- აღნიშნა ხაინდრავამ.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა
24 თებერვალი, 2026 , 13:54
იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:21
შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:17
ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:10
შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:06
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:02




