უკან
პოლიტიკა
16 აპრილი, 2018 16:00
სანდრო ბრეგაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
„ქართული მარშის“ წევრი სანდრო ბრეგაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრეგაძემ „ფეისბუქით“ გაავრცელა.
„ძალიან ეშინიათ ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატობის, ამიტომ მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას. მე არ ვიქნები ამერიკელების კანდიდატი, მე არ ვიქნები რუსების კანიდატი, მე ვიქნები ქართველების პრეზიდენტობის კანდიდატი!!!“- წერს სოციალურ ქსელში სანდრო ბრეგაძე.
საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.