უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 დეკემბერი, 2018 16:50
font-size

საპატრიარქოში რომ შედიხარ, სულ სხვა ძალით გამოდიხარ, აბსოლუტურად დამშვიდებული - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ და მისმა მეუღლემ საქართველოს საპატრიარქო უკვე დატოვეს.

როგორც სარალიძემ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათ ხორავას ქუჩის საქმეზე არ უსაუბრიათ. მისი თქმით, ილია მეორემ ის სადილზე მიიწვია.

„შევხვდი პატრიარქს, მკვლელობასთან დაკავშირებით არ გვისაუბრია, უბრალოდ დღეს დამპატიჟა თავად უწმინდესმა სიონის ტაძარში, სადაც პირველად ვეზიარე და იქიდან დამპატიჟა სადილზე. მეოთხედ შევხვდი პატრიარქს ჩემი ცხოვრების მანძილზე, ძალიან დიდი ძალა გადმოვიდა ჩემზე. პატრიარქის ნათესავმა გამომაცილა და მას ვეუბნებოდი, რომ ეს არის სულიერი სიმშვიდის ტერიტორია, შიგნით რომ შედიხარ, სულ სხვა ძალით გამოდიხარ, აბსოლუტურად დამშვიდებული“, – განაცხადა სარალიძემ.

პატრიარქმა სარალიძეს საჩუქრად ხატი გადასცა.

შეხვედრამდე სარალიძე სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც დღეს ღვთისმსახურება ილია მეორემ აღავლინა. ზიარების შემდეგ პატრიარქმა სარალიძე და მისი მეუღლე საპატრიარქოში საკუთარი ავტომობილით წაიყვანა.

პატრიარქმა ქადაგების დროს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაზა სარალიძე შვილის სიკვდილის შემდეგ დღეს პირველად ეზიარა.

“რურუა უნდა გათავისუფლდეს და საარჩევნო ცვლილებები უნდა მოხდეს”

30 მაისი, 2020 , 16:41

ვიდრე „მთავარი არხის“ დამფუძნებელი გიორგი რურუა, ციხეს არ დატოვებს, ხელისუფლების ოპონენტები საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას და ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებენ. „რა ფო

კორონა ვირუსი ხელისუფლებისთვის ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა - ხათუნა ლაგაზიძე

30 მაისი, 2020 , 12:05

“კორონავირუსი ხელისუფლების ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა,” - ამის შესახებ წერს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საკუთარ Facebook გვერდზე. “გახარიას გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ ღიად უნდა დაინახოს გა

გიორგი გახარია ოპოზიციას - საბიუჯეტო ხარჯებზე, როდესაც საუბრობთ, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია ნახოთ

29 მაისი, 2020 , 19:11

საბიუჯეტო ხარჯებზე, როდესაც საუბრობთ და, როდესაც ამბობთ, რომ ვეძებთ, არ გვაძლევენ ინფორმაციას, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ. ნაწილობრივ მართლები ხართ, ოღონდ, როდესაც ამბობთ უნდა დამეთანხმოთ ერთ რა

გიგა ბოკერია გიორგი გახარიას: მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?

29 მაისი, 2020 , 16:45

„ დღეს დილიდან რაღაცა კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის? თქვენთვის დრო არ მაქვს, აქ ნუ გამაცდენთ ამ კითხვებზე და პასუხებზე, ძალიან მაინტერესებს, ვინ წაგახალისათ ამისთვის? მაინცდამაინც მეუფე ია

ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად - თინა ბოკუჩავა

29 მაისი, 2020 , 15:57

ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ! თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს,- ასე მიმართა „

პატივს ვცემთ პარლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:45

მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, მივესალმები პარლამენტის წევრებს, დეპუტატებს, მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარევ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ზუსტად ერთი დღით ადრე ვიდექით ამ ტრიბუნასთან და მაქსიმალურად გავეცით პასუხი ყველ