უკან

სამართალი

24 მარტი, 2017 13:10
font-size

საპატრიარქოსთვის განკუთვნილი საგადასახადო შეღავათების კონსტიტუციურობას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო 8 რელიგიური ორგანიზაციის: სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის“, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესიის“, სსიპ „ქრისტეს ეკლესიის“, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის“, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან - ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონის“, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციისა“ და ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი №671 საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანია საქართველოს საგადასახადო კოდექსით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დადგენილ შეღავათები: მოგების გადასახადი, ქონების გადასახადი და დამატებითი ღირებულების გადასახადი. მოსარჩელეების თქმით, საქართველოს საგადასახადო კოდექსი შეღავათებს მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას სთავაზობს ან მის სასარგებლოდ უწესებს, რაც წარმოქმნის უთანასწორო პირობებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიასა და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის.

საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, მან განსახილველად მიიღო სარჩელის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობისთვის გაწეული მომსახურების, რესტავრაციისა და მოხატვისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

რაც შეეხება რელიგიური ორგანიზაციების მოთხოვნას, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით საქართველოს საპატრიარქოს გათავისუფლებას ქონების გადასახადისგან, მოგების გადასახადისა და საქართველოს საპატრიარქოს მიერ მხოლოდ რელიგიური მიზნით გამოსაყენებელი საგნების მიწოდებასთან დაკავშირებულ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში სარჩელის ეს ნაწილი.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სარჩელის ეს ნაწილი ემყარება „სადავო ნორმის არასწორ აღქმას და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი“.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

ანა მებურიშვილი

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

22 ოქტომბერი, 2025 , 11:39

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს, - ა

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 11:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა

18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის14 პირია დაკავებული - შსს

21 ოქტომბერი, 2025 , 18:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის, 14 პირია დაკავებული. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვან

„ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 13:19

„ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. ამასთან, ცოტა ხნის წინ თავად ქეთა ციცქიშვილმა დაწერა საკუთარ

გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (იგივე სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები - ამოღებულია ნაღდი ფული, ჯამში 7 მლნ 2 200 აშშ დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით - სუს-ი

18 ოქტომბერი, 2025 , 17:29

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გუშინ ჩატარებული ჩხრეკის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის,

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირი დავაკავეთ, სულ 62 პირია დაკავებული - გელა გელაძე

17 ოქტომბერი, 2025 , 17:45

4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა კიდევ 16 პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით,