უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 მაისი, 2018 13:30
font-size

საპროტესტო აქციებსაც ვგეგმავთ და მაქსიმალურად მივიყვანთ ჭეშმარიტებამდე ამ მარაზმს - ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე „ღია პლატფორმაში“ შემავალ ოპოზიციური პოლტიკური პარტიების წევრებს შეხვდა და საქმის გამოძიების მასალები გააცნო.

სარალიძემ განმარტა, რატომ გადაწყვიტა პოლიტიკოსებთან შეხვედრა. მან აღნიშნა, რომ აქციებს გეგმავს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ვერანაირად შევძელი ჭეშმარიტების მიღწევა ( აქამდეც ვამბობდი, რომ ნებისმიერ ბერკეტს გამოვიყენებდი ჭეშმარიტების დასადგენად), მივმართე მთელ პოლიტიკურ წარმომადგენლებსა და საზოგადოებას, რომ გვერდში დამიდგნენ და დამეხმარონ ჭეშმარიტების დადგენაში. საპროტესტო აქციებსაც ვგეგმავთ და მაქსიმალურად მივიყვანთ ჭეშმარიტებამდე ამ მარაზმს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძის თქმით, მას უთვალთვალებენ.

„პროკურატურა ჩემს დისკრედიტაციას ცდილობს. რამდენჯერმე შევნიშნე, როგორ დამყვებოდა ერთი და იგივე მანქანა. ხშირი შემთხვევა იყო ეს. ბოლომდე ვიბრძოლებ, რათა ჩემი შვილის მკვლელები გამოაშკარავდნენ. 2 დეკემბერს, ჩემს შვილთან ერთად, მეც მომკლეს“, -თქვა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ.

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, სარალიძეს მოქალაქეთა მხარდაჭერა სჭირდება.

„ადამიანი, რომელსაც შვილი მოუკლეს და დღეს ღიად საუბრობს, რომ მას უთვალთვალებენ, იმიტომ რომ ვერ გატეხეს, პროკურატურამ ვერ დაიმორჩილა. იცის სახელობითად მკვლელები საკუთარი შვილის და ამ მკვლელებს არ სჯიან, არ სჯიან მხოლოდ იმიტომ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის შვილია ერთ-ერთი, ბატონი მირზა სუბელიანის, რადგან ამ საქმეს არ დაანება თავი, დღეს, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, უთვალთვალოს და აშანტაჟოს და ადამიანს, დიახ, სჭირდება დახმარება და გვერდში დგომა და არა მხოლოდ პოლიტიკოსების, ახლა სამოქალაქო ერთობაა საჭირო“, -განაცხადა მელიამ.

ედპ-ის ლიდერის, ბაჩუქი ქარდავას თქმით, „ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის პრობლემაა, როდესაც, შესაძლებელია, ადამიანს შვილი მოუკლან და მთელი სისტემა მას დაეჯახოს, იმიტომ რომ ვიღაცას ხელს აფარებენ პროკურატურაში“.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, მომდევნო დღეს საავადმყოფოში დაიღუპა.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&