უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
პოლიტიკა


საქართველო 871 სამხედრო მოსამსახურითაა წარმოდგენილი ნატოს საერთაშორისო მისიებში - ლევან იზორია
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო ნატოს სხვადასხვა სამხედრო მისიაში 871 სამხედრო მოსამსახურითაა წარდგენილი.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მან თქვა, რომ საქართველო ნატოსთან ამ კუთხით თანამშრომლობას გააგრძელებს.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იმ საქმისა, რასაც ჰქვია საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ 871 სამხედრო მოსამსახურით ვართ წარმოდგენილი საერთაშორისო მისიებში, როგორც ავღანეთში, ისე ცენტრალური აფრიკის ქვეყანაში და ერთი ოფიცრით მალიში. ეს არის კიდევ ერთხელ გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაში, არამედ თქვენთან ერთად მსოფლიოში, რათა ხელი შევუწყოთ, წესებზე დაფუძნებული მსოფლიოს უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვანი გარანტია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე თითოეული თქვენი ქვეყნის დემოკრატიული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს განვითარებისა და არსებობისთვის. ჩვენ ამ პოლიტიკას, ბუნებრივია, გავაგრძელებთ. ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მზაობა, რომ კონტრიბუციის იმ ხარისხით, იმ რაოდენობით, რომლითაც ვართ წარმოდგენილები, განსაკუთრებით კი ავღანეთში, გავაგრძელებთ თქვენთან ერთად საერთაშორისო მისიებში თანამონაწილეობას“, - განაცხადა იზორიამ.
შეგახსენებთ, გუშინ დაიწყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელიც 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12